Prophetic Hadeeth Encyclopedia
Search and read verified Prophetic hadeeth translations, explanations, benefits, categories and source attribution.
Search the Hadeeth Encyclopedia
Smart instant results tolerate minor spelling mistakes, with every filter in one place.
საიქიო ცხოვრება
გინდათ გიამბოთ სამოთხის მაცხოვრებლებზე? ეს არის ყოველი უმწეო და დაუძლურებული ადამიანი, რომელსაც ადამიანები სუსტად თვლიან, მაგრამ თუ ის ალლაჰს ფიცით შეჰღაღადებს, ალლაჰი უთუოდ აღასრულებს მის ფიცს. და გნებავთ, გითხრათ ჯოჯოხეთის ბინადრების შესახებ? ეს არის ყოველი ხისტი გულით, მტრულად განწყობილი და ამპარტავანი ადამიანი
ჰარისა იბნ ვაჰბ ალ-ხუზაი (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს: «გავიგონე, როგორ თქვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «გინდათ გიამბოთ სამოთხის მაცხოვრებლებზე? ეს არის ყოველი უმწეო და დაუძლურებული ადამიანი, რომელსაც ადამიანები სუსტად თვლიან, მაგრამ თუ ის…
ვინც გადაუვადებს ვალს გაჭირვებულს ან საერთოდ აპატიებს მას (ვალს ან მის ნაწილს), ალლაჰი დაფარავს მას თავისი ტახტის ჩრდილში აღდგომის დღეს, იმ დღეს, როდესაც სხვა ჩრდილი არ იქნება, გარდა მისი ჩრდილისა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც გადაუვადებს ვალს გაჭირვებულს ან საერთოდ აპატიებს მას (ვალს ან მის ნაწილს), ალლაჰი დაფარავს მას თავისი ტახტის ჩრდილში აღდგომის დღეს, იმ დღეს, როდესა…
აღდგომის დღეს მზე მოუახლოვდება ქმნილებებს იმდენად, რომ მათგან მხოლოდ მილის მანძილზე იქნება
გადმოცემულია ალ-მიყდაად იბნ ალ-ასვადისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «აღდგომის დღეს მზე მოუახლოვდება ქმნილებებს იმდენად, რომ მათგან მხოლოდ მილის მანძილზე იქნება», სულაიმ იბნ 'აამირ…
სამსჯავროს დღეს ადამიანი ვერ გადაადგამს ნაბიჯს, სანამ მას არ ჰკითხავენ: მის სიცოცხლეზე – როგორ გაატარა იგი, მის ცოდნაზე – როგორ გამოიყენა იგი, მის ქონებაზე – საიდან შეიძინა და სად დახარჯა, მის სხეულზე – თუ რას შეალია იგი
გადმოცემულია აბუ ბარზა ალ-ასლამისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სამსჯავროს დღეს ადამიანი ვერ გადაადგამს ნაბიჯს, სანამ მას არ ჰკითხავენ: მის სიცოცხლეზე – როგორ გაატარა იგი, მის ცოდნაზე – როგორ გამოიყენა იგი, მის ქ…
ვინც თავის ძმას უსამართლოდ მოექცა, იქნება ეს მისი ღირსების შელახვა თუ რაიმე სხვა, დღესვე უნდა სთხოვოს პატიება, სანამ დინარი და დირჰამი აღარ იარსებებს
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც თავის ძმას უსამართლოდ მოექცა, იქნება ეს მისი ღირსების შელახვა თუ რაიმე სხვა, დღესვე უნდა სთხოვოს პატიება, სანამ დინარი და დირჰამი აღარ იარსებებს, თუ…
განკითხვის დღეს ადამიანები შეკრებილნი იქნებიან ფეხშიშვლები, შიშვლები და წინდაუცვეთელები
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამბობდა: «განკითხვის დღეს ადამიანები შეკრებილნი იქნებიან ფეხშიშვლები, შიშვლები და წინდაუცვეთელები» მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ქალები და კ…
ჭეშმარიტად, თქვენ იხილავთ თქვენს უფალს [ისე ნათლად], როგორც ხედავთ ამ მთვარეს, და არ დაგზარავთ მისი ხილვა
გადმოცემულია ჯარირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ერთხელ, როცა სავსე მთვარეობის ღამეს ჩვენ ვიყავით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მან შეხედა მთვარეს და თქვა: «ჭეშმარიტად, თქვენ იხილავთ თქვენს უფალს [ისე ნათლად], როგორც ხედა…
იცით, ვინ არის ნამდვილი გაკოტრებული?
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იცით, ვინ არის ნამდვილი გაკოტრებული?» მათ თქვეს: ჩვენში გაკოტრებული ისაა, ვისაც არც დირჰამი აქვს და არც ქონება. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობ…
ვინც ფლობს ოქროს ან ვერცხლს და არ გასცემს მათგან დაწესებულს, განკითხვის დღეს მათგან დამზადდება ცეცხლოვანი ფირფიტები, რომლებსაც ჯოჯოხეთის ცეცხლში გააცხელებენ
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ფლობს ოქროს ან ვერცხლს და არ გასცემს მათგან დაწესებულს, განკითხვის დღეს მათგან დამზადდება ცეცხლოვანი ფირფიტები, რომლებსაც ჯოჯოხეთის ცეცხლში გააცხელებენ. შემდე…
შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენგან ყველაზე დაბალი ადგილი სამოთხეში ის არის, როცა ალლაჰი ეტყვის მას: ‘ისურვე!’ და ისიც ისურვებს, შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს მას: ‘ნუთუ ყველაფერი ისუ…
ალლაჰი შეკრებს ადამიანებს – როგორც პირვანდელ, ისე ბოლო თაობებს – ერთ დიდ ვაკეზე, ისე, რომ ყველას ექნება საშუალება მოისმინოს მქადაგებლის ხმა და დაინახოს ერთმანეთი. მზე მათ ძალიან მიუახლოვდება და ისინი ისეთი დიდი მწუხარებით, დარდითა და შიშით იქნებიან მოცული, რომ მათი მდგომარეობა აუტანელი გახდება
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მასით კმაყოფილი) გადმოსცემს: «ერთხელ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხორცი მოუტანეს, და მას ბატკნის მხარი მიართვეს, რადგან მას ეს უყვარდა. მან ერთი ლუკმა ჩაკბიჩა და შემდეგ თქვა: «მე ვიქნები ყველა ადამიანის ბატონი სასჯელის დღეს.…

