სამსჯავროს დღეს ადამიანი ვერ გადაადგამს ნაბიჯს, სანამ მას არ ჰკითხავენ: მის სიცოცხლეზე – როგორ გაატარა იგი, მის ცოდნაზე – როგორ გამოიყენა იგი, მის ქონებაზე – საიდან შეიძინა და სად დახარჯა, მის სხეულზე – თუ რას შეალია იგი
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ბარზა ალ-ასლამისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სამსჯავროს დღეს ადამიანი ვერ გადაადგამს ნაბიჯს, სანამ მას არ ჰკითხავენ: მის სიცოცხლეზე – როგორ გაატარა იგი, მის ცოდნაზე – როგორ გამოიყენა იგი, მის ქონებაზე – საიდან შეიძინა და სად დახარჯა, მის სხეულზე – თუ რას შეალია იგი».
Explanation
პირველი: მისი სიცოცხლე – როგორ გაატარა და რაში დახარჯა იგი?
მეორე: მისი ცოდნა – ალლაჰისთვის შეიძინა იგი? დაიცვა და მოიყვანა ის პრაქტიკაში? გადასცა თუ არა იმათ, ვინც მისი ღირსი იყო?
მესამე: მისი ქონება – საიდან მოიპოვა იგი? იყო ეს ნებადართული თუ (აკრძალული)? და რაში დახარჯა იგი? ალლაჰის კმაყოფილებაში თუ მის მრისხანებაში?
მეოთხე: მისი სხეული, ძალა, ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა – როგორ გამოიყენა და რაში გამოიყენა ისინი?
Benefits
ალლაჰის წყალობები მის მონებზე მრავლადაა, და ადამიანმა პასუხი უნდა აგოს იმ წყალობებზე, რაც მას მიეცა. ამიტომ, მორწმუნემ ალლაჰის წყალობები უნდა გამოიყენოს ისე, რომ მისი კმაყოფილება დაიმსახუროს.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

