ალლაჰი შეკრებს ადამიანებს – როგორც პირვანდელ, ისე ბოლო თაობებს – ერთ დიდ ვაკეზე, ისე, რომ ყველას ექნება საშუალება მოისმინოს მქადაგებლის ხმა და დაინახოს ერთმანეთი. მზე მათ ძალიან მიუახლოვდება და ისინი ისეთი დიდი მწუხარებით, დარდითა და შიშით იქნებიან მოცული, რომ მათი მდგომარეობა აუტანელი გახდება
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მასით კმაყოფილი) გადმოსცემს:
«ერთხელ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხორცი მოუტანეს, და მას ბატკნის მხარი მიართვეს, რადგან მას ეს უყვარდა. მან ერთი ლუკმა ჩაკბიჩა და შემდეგ თქვა: «მე ვიქნები ყველა ადამიანის ბატონი სასჯელის დღეს. იცით, რატომ? ალლაჰი შეკრებს ადამიანებს – როგორც პირვანდელ, ისე ბოლო თაობებს – ერთ დიდ ვაკეზე, ისე, რომ ყველას ექნება საშუალება მოისმინოს მქადაგებლის ხმა და დაინახოს ერთმანეთი. მზე მათ ძალიან მიუახლოვდება და ისინი ისეთი დიდი მწუხარებით, დარდითა და შიშით იქნებიან მოცული, რომ მათი მდგომარეობა აუტანელი გახდება. მაშინ ადამიანები ერთმანეთს ეტყვიან: "ნუთუ ვერ ხედავთ, რა დაგვემართა? ხომ არ ვიპოვოთ ვინმე, ვინც ჩვენთვის შუამდგომლობას გასწევს ჩვენი უფლის წინაშე?" ერთნი მეორეთ ეტყვიან: "წადით ადამთან!" ადამთან (მშვიდობა მას) მივლენ და ეტყვიან: "შენ ხარ კაცობრიობის მამა! ალლაჰმა შენ თავისი ხელით შეგქმნა და შენში თავისი სული ჩაჰბერა, თავისი ბრძანებით ანგელოზები დაგიხარა და სამოთხეში დაგასახლა. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" თუმცა ადამი (მშვიდობა მას) იტყვის: "ჭეშმარიტად, დღეს ჩემი უფალი ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. და ჭეშმარიტად, მან ამიკრძალა ერთი ხის ნაყოფის ჭამა, მაგრამ მე მისი ბრძანება დავარღვიე! ვაი, ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო !ვაი ჩემო თავო!წადით სხვასთან, წადით ნუჰთან!" ისინი მივლენ ნუჰთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, ნუჰ, შენ ხარ პირველი მოციქული, რომელიც ალლაჰმა მიწის მოსახლეობასთან გაგზავნა. ალლაჰმა შენ მადლიერი მსახური დაგიძახა. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაგრამ ნუჰი (მშვიდობა მას) უპასუხებს: "ჩემი უზენაესი და დიადი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. მე მქონდა შესაძლებლობა, ერთი ლოცვა აღმევლო ალლაჰისადმი და ის დავხარჯე ჩემი ხალხის განადგურებაზე! ვაი, ჩემო თავო!ვაი ჩემო თავო! წადით სხვასთან, წადით იბრაჰიმთან!" ისინი მივლენ იბრაჰიმთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, იბრაჰიმ, შენ ხარ ალლაჰის წინასწარმეტყველი და მისი ხალილი (შეყვარებული/ მეგობარი), რომელიც მან დედამიწის მცხოვრებთაგან ამოარჩია. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაგრამ იბრაჰიმი (მშვიდობა მას) იტყვის: "ჩემი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. რაც შემეხება მე, სამჯერ ვთქვი ტყუილი! ვაი, ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო!ვაი ჩემო თავო! წადით სხვასთან, წადით მუსასთან!“ ისინი მივლენ მუსასთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, მუსა, შენ ხარ ალლაჰის მოციქული, რომელსაც ალლაჰმა მისცა უპირატესობა ხალხზე, რადგან მან თავისი გზავნილი მოგანდო და შენთან უშუალოდ ისაუბრა. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაგრამ მუსა (მშვიდობა მას) იტყვის:
"ჩემი უზენაესი და დიადი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. მე ადამიანი მოვკალი, რომლის მოკვლა არ მიბრძანებია! ვაი ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო!წადით სხვასთან, წადით ‘ისასთან(იესო)!" ისინი მივლენ ‘ისასთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, ‘ისა, შენ ხარ ალლაჰის მოციქული, მისი სიტყვა, რომელიც მან მარიამს ჩაუნერგა, და სული, რომელიც მისგანაა. შუამდგომლობა გაგვიწიე!" მაგრამ ‘ისა (მშვიდობა მას) იტყვის: "ჩემი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება!"
თუმცა ის არ ახსენებს საკუთარ ცოდვებს და იტყვის: "ვაი, ჩემო თავო! ვაი, ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო! წადით სხვასთან, წადით მუჰამმადთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)!" შემდეგ ისინი მოვლენ ჩემთან და იტყვიან:
"ო, მუჰამმად, შენ ხარ ალლაჰის მოციქული და წინასწარმეტყველთა ბეჭედი! ალლაჰმა გაპატია შენი ადრინდელი და უკანასკნელი ჩადენილი (შეცდომები). შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაშინ მე მივალ ალლაჰის ტახტის წინაშე, დავიჩოქებ საჯდაში და მას ვადიდებ სიტყვებით, რომლებიც მან აქამდე არავის ასწავლა. შემდეგ იქნება თქმული: "ო, მუჰამმად, ასწიე თავი! ითხოვე და მოგეცემა, შუამდგომლობა გაუწიე და შენი შუამდგომლობა მიღებული იქნება!" მაშინ ვიტყვი: "ჩემი უმმათი, ო, უფალო! ჩემი უმმა, ო, უფალო! ჩემი უმმა, ო, უფალო!" მაშინ ალლაჰი იტყვის: "ო, მუჰამმად, შეიყვანე შენი უმმათიდან ისინი, ვისაც არ ექნება ანგარიში, სამოთხის მარჯვენა კარიდან, მაგრამ მათ შეუძლიათ შევიდნენ სხვა კარებიდანაც სხვებთან ერთად". შემდეგ მან თქვა: "ფიცს ვდებ იმაზე, ვისი ხელშიც არის ჩემი სული, სამოთხის თითოეულ კარს შორის მანძილი ისეთივეა, როგორც მექქასა და იემენის ჰიმიარს, ან მექასა და ბუსრას შორის!"»
Explanation
Benefits
ჩვენი შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველა ადამიანზე უკეთესია.
ყაადი 'იადმა თქვა: «ითქვა, რომ ბატონი არის ის, ვინც თავისი ხალხისგან გამორჩეულია და ვისთანაც მიმართავენ გასაჭირის დროს. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო მათი ბატონი ამქვეყნად და ასევე დარჩება საიქიოში. განკითხვის დღე განსაკუთრებულად არის მოხსენიებული, რადგან იმ დღეს მისი ბატონობა განსაკუთრებული ფორმით გამოვლინდება, ყველა მას დაემორჩილება და ადამი (მშვიდობა მას) და მისი ყველა შთამომავალი იქნებიან მისი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)) დროშის ქვეშ».
სიბრძნე იმაშია, რომ უზენაესმა ალლაჰმა მათ შთააგონა ადამთან მისულიყვნენ თხოვნით, და ასევე მის შემდგომ მყოფ შუამავლებთან გასაჭირის ჟამს, და მათთვის არ შთაუგონებია, რომ პირდაპირ ჩვენი შუამავლის მუჰამმადისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიემართათ, რათა კარგად გამოჩენილიყო მისი სიძვირფასე, რომელმაც მიაღწია ძალიან მაღალ საფეხურს და სრულყოფილ სიახლოვეს ალლაჰთან.
ვისაც სხვასთან რაიმე სათხოვარი აქვს ნებადართულია მისთვის, რომ შეაქოს ის მასში არსებული საუკეთესო თვისებებით; რადგან ასე უფრო ადვილად მიიღებს საწადელს.
ვისაც სთოხვენ რაიმეს, რომელიც მას არ შეუძლია, აუცილებელია მან მოიხადოს ბოდიში მისთვის შესაფერისი ფორმით, და სასურველია შემდეგ მიასწავლოს იმასთან, ვისზეც ფიქრობს რომ შეძლებს ამის მოგვარებას.
სასჯელის დღეს შეკრების სირთულეების და(იმ დღეს ხალხის ხანგრძლივი) დგომის) საშინელებების განმარტება ადამიანებისთვის.
ყველა შუამავალი თავმდაბლობას გამოიჩენს, რადგან ყველა მათგანი იხსენებს მათ ჩადენილ ქმედებებს; რათა მათ აგრძნობინოს ხალხს, რომ ისინი შუამდგომლობის საფეხურზე არ არიან.
სასჯელის დღეს დიადი შუამდგომლობის დადასტურება, რომლის მიზანი იქნება ქმნილებათა შორის განკითხვის განხორციელება.
ალლაჰის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღთქმული უმაღლესი საფეხური და ნაქები ადგილის მტკიცებულება.
ალლაჰის ქება-დიდებას საზღვარი არ აქვს, ამიტომ იმ ვითარებაში ალლაჰი შთააგონებს თავის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისეთ სიტყვებს მისი ქება დიდების შესახებ, რომლებიც მანამდე არავისთვის შთაუნერგავს.
განმარტება იმისა, რომ მუჰამმადის უმმეთი საუკეთესოა, ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული თვისებებით სამოთხეში შესვლისას, ზოგიერთი მათგანი, ვისაც განკითხვა არ ექნება განსაკუთრებული კარიდან შევლენ სამოთხეში, და ასევე შეუერთდებიან ხალხს სხვა კარიბჭეებშიც.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

