ვინც თავის ძმას უსამართლოდ მოექცა, იქნება ეს მისი ღირსების შელახვა თუ რაიმე სხვა, დღესვე უნდა სთხოვოს პატიება, სანამ დინარი და დირჰამი აღარ იარსებებს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც თავის ძმას უსამართლოდ მოექცა, იქნება ეს მისი ღირსების შელახვა თუ რაიმე სხვა, დღესვე უნდა სთხოვოს პატიება, სანამ დინარი და დირჰამი აღარ იარსებებს, თუ მას აქვს კეთილი საქმეები, მისგან მისი უსამართლობის შესაბამისად წაიღებენ. ხოლო თუ მას არ ექნება კეთილი საქმეები, მისი ძმის ცოდვებიდან აიღებენ და მას დააკისრებენ».
Explanation
Benefits
მოწოდება, დროულად განიწმინდოს ადამიანი იმ ვალდებულებებისგან, რაც მასზე სხვა ადამიანთა უფლებებთან დაკავშირებით დააწვა.
კეთილი საქმეები ნადგურდება და მათი ნაყოფი ქრება, როდესაც ადამიანი სხვებს უსამართლოდ ეპყრობა და მათ ზიანს აყენებს.
მსახურთა უფლებებს ალლაჰი არ მიუტევებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი დაბრუნდება მათ მფლობელებს.
დინარი და დირჰამი ამქვეყნად სარგებლის მოპოვების საშუალებებია, ხოლო განკითხვის დღეს – კეთილი და ცუდი საქმეები.
ზოგიერთი სწავლულის თქმით, ღირსების საკითხში, თუ დაჩაგრულმა არ იცის მის მიმართ ჩადენილი უსამართლობის შესახებ, არ არის აუცილებელი, რომ მჩაგვრელმა ამის შესახებ აცნობოს მას. მაგალითად, თუ ვინმე სხვისი შეურაცხყოფით იყო დაკავებული ზოგიერთ შეკრებაში და შემდეგ მოინანია, არ არის საჭირო, რომ ამის შესახებ უთხრას იმ ადამიანს. ამის ნაცვლად, მისთვის უნდა ილოცოს, ითხოვოს ალლაჰისგან მისთვის მიტევება და იმავე შეკრებებში, სადაც მას შეურაცხყოფდა, მის შესახებ მხოლოდ კარგი თქვას. ამ გზით იგი შეძლებს თავისი ცოდვის გამოსწორებას.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

