განკითხვის დღეს ადამიანები შეკრებილნი იქნებიან ფეხშიშვლები, შიშვლები და წინდაუცვეთელები
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამბობდა: «განკითხვის დღეს ადამიანები შეკრებილნი იქნებიან ფეხშიშვლები, შიშვლები და წინდაუცვეთელები» მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ქალები და კაცები ერთად იქნებიან და ერთმანეთს შეხედავენ?" ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიპასუხა: «ო აიშა, იმ დღეს საკითხი იმდენად მძიმე იქნება, რომ არავის ექნება ერთმანეთისკენ ყურების დრო».
Explanation
Benefits
დადასტურება იმისა, რომ ადამიანი ცოდვაში მხოლოდ დაუდევრობის შემთხვევაში ვარდება; რადგან, თუ ის გაიხსენებდა იმ დიდებულებას, ვისაც ურჩობს, ან მის სასჯელს, ვერასოდეს მოადუნებდა ალლაჰის ხსენებას, მისი მადლიერებისა და სათნო თაყვანისცემის შესრულებას წამითაც კი. ამიტომაც, აღდგომის დღეს მოედანზე შეკრებილნი საკუთარ თავში იქნებიან ჩაფლულნი და არავის ექნება დრო სხვებისკენ ყურებისთვის.
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დროის ქალთა განსაკუთრებული სიმორცხვე, როგორც ამას მორწმუნეების დედა აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვიჩვენებს. როდესაც მან მოისმინა, რომ განკითხვის დღეს ყველა ადამიანი – კაცები და ქალები – შიშვლები აღდგებიან, ის თავაზიანი სიმორცხვით დაინტერესდა, იქნებოდნენ თუ არა ისინი ამ მდგომარეობაში ერთმანეთის წინაშე.
იმამ ას-სინდი ამბობს: «ყველა ადამიანი დაკავებული იქნება საკუთარი საქმით და ვერავის ეცლება თავისი ძმის მდგომარეობისთვის, უზენაესი ალლაჰი ამბობს: {იმ დღეს ყოველ ადამიანს ექნება თავისი საზრუნავი} [‘აბასა: 37]. ამიტომ, ვერავინ მოიცლის, რომ სხვისი სიშიშვლე შეამჩნიოს.
წინადაცვეთა არის: ვაჟის შემთხვევაში – თვალმისაწვდომი კანის მოცილება, რომელიც ფარავს სასქესო ორგანოს თავს, ქალის შემთხვევაში – პატარა კანის მოცილება, რომელიც მდებარეობს სასქესო გზის შესასვლელის ზემოთ და მოგაგონებთ მამალის ბიბილოს.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

