ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა არის ტკბილი და თვალისმომჭრელი, ალლაჰმა თქვენ მმართველებად დაგადგინათ მასში, და უყურებს თუ რას იმოქმედებთ, ასე რომ უფრთხილდით ამ ქვეყანას და უფრთხილდით ქალებს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოსცემს აბუ სა'იდ ალ-ხუდრი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა არის ტკბილი და თვალისმომჭრელი, ალლაჰმა თქვენ მმართველებად დაგადგინათ მასში, და უყურებს თუ რას იმოქმედებთ, ასე რომ უფრთხილდით ამ ქვეყანას და უფრთხილდით ქალებს, რადგან ებრაელთა მოდგმის პირველი ცდუნება ქალები იყვნენ».
Explanation
Benefits
გაფრთხილება იმაზე, რომ არ ავყვეთ ქალების ცდუნებას, იქნება ეს მზერით, სქესთა აღრევის საკითხში ზედმეტი შერბილებით, ქალებისა და უცხო მამაკაცების ურთიერთობით, თუ მსგავსი სიტუაციების მეშვეობით.
ქალების ცდუნება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცდუნება ამ სამყაროში.
შეგონება და მაგალითის აღება წინათ მყოფი ხალხებისგან. რაც ებრაელთა მოდგმას შეემთხვათ შეიძლება სხვასაც შეემთხვეთ.
ქალების ცდუნება გამოიხატება იმაში, რომ თუ ქალი ცოლია, შესაძლოა, ის მოითხოვდეს მამაკაცისგან ისეთს, რაც აღემატება მის შესაძლებლობებს, რაც განარიდებს მას რელიგიური მოვალეობების შესრულებაზე ზრუნვისგან და აიძულებს, რომ კონცენტრირდეს მხოლოდ ამქვეყნიურ სიკეთეებზე. ხოლო თუ ქალი უცხოა, მისი ცდუნება შეიძლება გამოიხატოს მამაკაცების მაცდუნებაში და მათი ჭეშმარიტებისგან გადახრაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალი გამოდის გარეთ, ერევა მამაკაცებში ან გამოდის ჰიჯაბის გარეშე, გამოაჩენს თავის სილამაზეს. ამან შესაძლოა მრუშობის სხვადასხვა ფორმამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, მორწმუნემ უნდა მიმართოს ალლაჰს დაცვისთვის და სთხოვოს მას, დაიცვას იგი მათი ცდუნებებისგან.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

