ო, ჰაქიიმ, ეს ქონება მწვანეა და ტკბილი
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია ჰაქიიმ იბნ ჰიზაამისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მე ვთხოვე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან მომცა. მერე ისევ ვთხოვე და ისევ მომცა. შემდეგ კი მითხრა: «ო, ჰაქიიმ, ეს ქონება მწვანეა და ტკბილი, ვინც მას გულუხვად მიიღებს, მისთვის იგი კურთხეული იქნება, ხოლო ვინც მას სიხარბით აიღებს, მისთვის კურთხეული არ იქნება. ის დაემსგავსება ადამიანს, რომელიც ჭამს, მაგრამ არ ძღება. ზედა ხელი (გამცემი) უკეთესია ქვედა ხელზე (მიმღებზე)» ჰაქიიმმა უპასუხა: 'ო, ალლაჰის შუამავალო, იმას ვფიცავ, ვინც სიმართლით მოგავლინა, რომ ამის შემდეგ აღარავისგან არაფერს არ მივიღებ, სანამ ამ ქვეყნიდან არ წავალ'. ამის შემდეგ, როდესაც აბუ ბაქრი ჰაქიიმს დახმარებას სთავაზობდა, იგი უარს ამბობდა მის მიღებაზე. შემდეგ უმარმაც შესთავაზა დახმარება, მაგრამ ჰაქიიმმა არ მიიღო. მაშინ უმარმა თქვა: 'ჰეი, მუსლიმებო, მე მას ვთავაზობ იმ უფლებას, რომელიც ალლაჰმა მას ამ ქონებიდან განუყო, მაგრამ ის უარს ამბობს მის მიღებაზე, ჰაქიიმს არავისგან არ აუღია დახმარება ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდოვბა მას) გარდაცვალების შემდეგ, სანამ თავადაც არ გარდაიცვალა, ალლაჰმა შეიწყალოს ის».
Explanation
Benefits
ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უდიდესი გულუხვობის დამტკიცება, რადგან იგი გასცემდა ისე, როგორც ის, ვისაც არასოდეს ეშინია სიღარიბის.
ძმების კეთილდღეობაზე ზრუნვა და მათთვის სასარგებლო რჩევის მიცემა დახმარების გაწევისას, რადგან ამ დროს სული უფრო მზადაა, რომ მიიღოს კეთილი სიტყვა.
ადამიანებზე თხოვნისგან თავშეკავება და მისგან თავის არიდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროება არ არის.
ამაში გაკრიტიკებულია ქონებაზე სიხარბე და ზედმეტი თხოვნა.
თუ მთხოვნელი ზედმეტად დაჟინებულია თხოვნაში, არ არის პრობლემა მისი უარყოფა, მისი იმედის გაცრუება, შეგონება და მისი მოწოდება თავშეკავებისკენ და მიღებაზე სიხარბის თავიდან აცილებისკენ.
არავის აქვს უფლება აიღოს რაიმე ბაით ულ-მალიდან (სახაზინო ნადავლი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმამი მას გადასცემს. ხოლო სანამ ნადავლი განაწილებული არ იქნება, მასზე უფლებას არავინ ფლობს.
საჭიროების შემთხვევაში თხოვნის დაშვებულობა.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამაში აღინიშნება, რომ იმამმა არ უნდა აუხსნას მთხოვნელს მის თხოვნაში არსებული ზიანი მანამ, სანამ მას საჭიროებას არ დაუკმაყოფილებს, რათა მისი შეგონება მასზე სწორად მოქმედებდეს და არ იფიქროს, რომ ეს მისი საჭიროების დაკმაყოფილებისგან შეკავების მიზეზია».
ჰაქიმის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) კეთილშობილება და მისი მტკიცე ერთგულება აღთქმისადმი, რომელიც მან ალლაჰთან და ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დადო.
ისჰაყ იბნ რაჰავაიჰმა თქვა: «ჰაქიმი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გარდაიცვალა მაშინ, როდესაც ის ყურაიშთა შორის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

