თუ მოითმენ, სამოთხეს დაიმსახურებ, ხოლო თუ გსურს, ალლაჰს შევთხოვ, რომ განგკურნოს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა 'ატაი იბნ აბიი რაბააჰს: «გინდა გაჩვენო ქალი, რომელიც სამოთხის ხალხიდანაა?» მე ვუპასუხე: დიახ, მან თქვა: «აი ეს შავი ქალი».
ეს ქალი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და უთხრა: "მე მჭირს ეპილეფსია და ამ დროს ტანს ვიშიშვლებ, ალლაჰს შეევედრე ჩემთვის", უპასუხა: «თუ მოითმენ, სამოთხეს დაიმსახურებ, ხოლო თუ გსურს, ალლაჰს შევთხოვ, რომ განგკურნოს». ქალმა თქვა: "მე მოვითმენ! მაგრამ ალლაჰს სთხოვე, რომ არ გავშიშვლდე", შუამავალი შეევედრა მისთვის, რომ მისი სიშიშვლე არ გამოჩენილიყო.
Explanation
შუამავალმა უპასუხა: თუ მოითმენ, სამოთხეს დაიმსახურებ, ხოლო თუ გსურს, ალლაჰს შევთხოვ, რომ განგკურნოს. ქალმა თქვა: მოვითმენ მაშინ, შემდეგ თქვა: მაგრამ ალლაჰს სთხოვე, რომ შეტევის დროს არ გავშიშვლდე, და შუამავალმა შესთხოვა მისთვის.
Benefits
იმამ ან-ნავავი ამბობს: «ამ ჰადისში მტკიცდება, რომ ეპილეფსიით გამოწვეულ ტანჯვაზე ადამიანი სრულყოფილ საზღაურს (საუკეთესო ჯილდოს) იღებს».
საჰაბა ქალების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) პატიოსნება და მორიდებულობა, ასევე მათი გულმოდგინება თავიანთი სიშიშვლის დაფარვაში. ეს ქალი ყველაზე მეტად იმას უფრთხოდა, რომ მისი სხეულის რაიმე ნაწილი არ გამოჩენილიყო.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ვინც თავის თავში საკმარის ძალას ხედავს და სიმკაცრის დაცვა არ უჭირს, მისთვის სჯობს სიმკაცრის გზა, ვიდრე შემსუბუქების აღება».
იბნ ჰაჯარმა თქვა: «აქ ჩანს, რომ ყველა დაავადების მკურნალობა ვედრებაა და ალლაჰის მიმართ თავშესაფრის ძიებით უფრო ეფექტური და სასარგებლოა, ვიდრე წამლებით მკურნალობა. ასეთი მკურნალობის გავლენა და სხეულის რეაქცია მასზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე ფიზიკური მედიკამენტების ზემოქმედება. თუმცა, ეს მხოლოდ ორი პირობის შესრულების შემთხვევაში ხდება შედეგიანი: პირველი – პაციენტის მხრიდან, რაც გულისხმობს გულწრფელ განზრახვას, და მეორე – მკურნალი ადამიანის მხრიდან, რაც მოითხოვს მის ძლიერ კონცენტრაციას, გულმოდგინე რწმენას, ღვთისმოშიშებას და ალლაჰზე მინდობას. და აალლაჰმა უკეთ იცის».
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამაში არის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მკურნალობის დატოვება ნებადართულია».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

