გასინჯა რწმენის გემო იმან, ვინც კმაყოფილია ალლაჰით, როგორც ღმერთით. ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია ალ-აბბაას იბნ ალ-მუტტალიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან გაიგონა, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «გასინჯა რწმენის გემო იმან, ვინც კმაყოფილია ალლაჰით, როგორც ღმერთით. ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით».
Explanation
პირველ რიგში: ის კმაყოფილია ალლაჰით, როგორც თავისი პატრონით და მეურვით რაც ნიშნავს, რომ მისი გული მშვიდია ალლაჰისგან მოსული ყოველგვარი განგებით, იქნება ეს ცხოვრებისეული ულუფების განაწილება თუ მდგომარეობათა ცვალებადობა. მას გულში არ უჩნდება შეპასუხება ალლაჰის განგების მიმართ და არ ეძებს სხვა უფალს უზენაესი ალლაჰის გარდა.
მეორე: ის კმაყოფილია ისლამით როგორც თავისი რელიგიით, რაც ნიშნავს, რომ მისი გული მშვიდია ისლამის მიერ დაწესებული ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების მიღებით. იგი არ ცდილობს ისლამის გზის მიღმა რაიმე სხვა გზაზე სიარულს.
მესამე: ის კმაყოფილია მუჰამედით როგორც თავისი მოციქულით, რაც ნიშნავს, რომ მისი გული მშვიდია და სიხარულით სავსეა ყველაფრის მიმართ, რაც მოციქულმა მოიტანა, ყოველგვარი ეჭვისა და მერყეობის გარეშე. იგი მიჰყვება მხოლოდ იმას, რაც შეესაბამება მუჰამედის გზას და სწავლებას.
Benefits
როგორც სხეული გრძნობს საკვებისა და სასმელის სიტკბოებას მხოლოდ ჯანმრთელობის დროს, ასევე გული განიცდის რწმენის სიტკბოებას მხოლოდ მაშინ, როდესაც თავისუფალია მცდარი ვნებებისა და აკრძალული სურვილებისგან. თუმცა, როცა გული დაავადებულია და დასუსტებულია, იგი ვერ განიცდის რწმენის სიტკბოებას და შეიძლება, პირიქით, ტკბებოდეს იმით, რაც მის დაღუპვას იწვევს, როგორიცაა ვნებები და ცოდვებში ჩაძირვა.
როცა ადამიანი კმაყოფილია რაიმეთი და მიიჩნევს მას კარგად, მისთვის ეს საქმე მარტივდება, არ განიცდის მისგან სირთულეს და უხარია ის, რაც მასთან არის დაკავშირებული. მისი გული ივსება ბედნიერებით. იგივე ხდება მორწმუნესთან: როდესაც რწმენა შედის მის გულში, მას უმარტივდება თავისი ღმერთის მორჩილება, სიხარულს განიცდის და ეს მორჩილება მისთვის ტვირთად არ გადაიქცევა.
იბნ ალ-ყაიმმა თქვა: «ამ ჰადისში ასახულია კმაყოფილება ალლაჰის უფლობისა და ღვთიურობის, კმაყოფილება მისი შუამავლის მიმართ და მისი გზის მიყოლა, ასევე კმაყოფილება მისი რელიგიის (ისლამის) მიმართ და სრული მორჩილება მასზე».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

