არ იყო არც ერთი წინასწარმეტყველი, რომელიც ალლაჰმა წარგზავნა ჩემამდე ხალხისათვის, რომელსაც მის თემში არ ჰყავდა ჰავარები(ნდობით აღჭურვილი პირები) და(ასჰაბები) თანამგზვრები, რომლებიც მის სუნნას და ბრძანებებს მისდევდნენ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ იყო არც ერთი წინასწარმეტყველი, რომელიც ალლაჰმა წარგზავნა ჩემამდე ხალხისათვის, რომელსაც მის თემში არ ჰყავდა ჰავარები(ნდობით აღჭურვილი პირები) და(ასჰაბები) თანამგზვრები, რომლებიც მის სუნნას და ბრძანებებს მისდევდნენ, შემდეგ კი მათ შემდეგ მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ იმას, რასაც არ აკეთებდნენ და აკეთებდნენ იმას, რაც არ იყო მათთვის ნაბრძანები, ვინც მათთან იბრძვის ხელით, ის მორწმუნეა; ვინც მათთან იბრძვის ენით, ის მორწმუნეა; და ვინც მათთან იბრძვის გულით, ისიც მორწმუნეა. ხოლო ამის მიღმა რწმენა მდოგვის მარცვალიც კი არ არის»
Explanation
Benefits
გულის მიერ აკრძალულის უარყოფის უუნარობა მიუთითებს რწმენის სისუსტეზე ან მის დაკარგვაზე.
ალლაჰი წინასწარმეტყველებს უმარტივებდა იმ ადამიანების აღმოჩენას, ვინც მათ შემდეგ მათ გზავნილს განაგრძობდა.
ვისაც სურს გადარჩენა, ის შუამავლების გზას უნდა მიჰყვეს, რადგან ყოველი სხვა გზა არის დაღუპვა და შეცდომაში ჩავარდნა.
რაც უფრო დაშორდა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მისი საჰაბების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) დრო, ხალხმა მით უფრო მიატოვა სუნნა, მიჰყვა სურვილებს და გამოიგონა სიახლეები.
ჯიჰადის ხარისხების განმარტება: ხელით ჯიჰადი — იმათთვის, ვისაც ცვლილების შესაძლებლობა აქვს, როგორიცაა მმართველები, ხელისუფალნი და მეთაურები, სიტყვით ჯიჰადი — სიმართლის გამოხატვითა და მისკენ მოწოდებით, გულით ჯიჰადი — აკრძალულის უარყოფით, მისი სიყვარულის არქონით და მის მიმართ უკმაყოფილებით.
კეთილისკენ მოწოდების და ბოროტებისგან აკრძალვის ვალდებულება.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

