რწმენას აქვს სამოცდაათზე ან სამოცზე მეტი ნაწილი, ხოლო, საუკეთესო მათგანი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა", ხოლო მისი ყველაზე დაბალი გამოვლინება არის: გზიდან რაიმე საზიანოს მოშორება
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რწმენას აქვს სამოცდაათზე ან სამოცზე მეტი ნაწილი, ხოლო, საუკეთესო მათგანი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა", ხოლო მისი ყველაზე დაბალი გამოვლინება არის: გზიდან რაიმე საზიანოს მოშორება და სირცხვილიც რწმენის ერთ-ერთი ნაწილია».
Explanation
რწმენის ყველაზე მაღალი და საუკეთესო ნაწილი არის სიტყვები: "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა", მისი მნიშვნელობის ცოდნით და მისი პირობების შესრულებით, რწმენა იმისა, რომ ალლაჰი არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც იმსახურებს თაყვანისცემას და არავინ იმსახურებს მის გარდა.
რწმენის ყველაზე დაბალი გამოვლინება არის გზიდან იმის მოშორება, რაც ადამიანებს გადაადგილებაში ხელს უშლის.
შემდეგ გვამცნო შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ სირცხვილი რწმენის ნაწილია. ის არის ზნეობა, რომელიც მოუწოდებს კარგი ქმედებებისკენ და კრძალავს ცუდ ქმედებებს.
Benefits
რწმენა არის სიტყვა, ქმედება და გულით დაჯერება.
უზენაესი ალლაჰის წინაშე სირცხვილი მოითხოვს, რომ არ გხედავდეს იმის მკეთებლად, რაც მან აგიკრძალა, და ასევე არ გხედავდეს იმის მიმტოვებლად, რისი შესრულებაც მან გიბრძანა.
კონკრეტული რიცხვის დასახელება არ ნიშნავს, რომ აქ ჩერდება (რწმენა), პირიქით, ის მიუთითებს რწმენის ძალიან ბევრ საფეხურზე. არაბები როცა რაიმეს რიცხვით მოიხსენიებდნენ, ისინი ამით მის სიმრავლეს არ გამორიცხავდნენ.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

