თქვენგან ვინც დაინახავს მოუწონარ (ისლამში მიუღებელ) ქმედებას, გამოასწოროს თავისი ხელით, და თუ ვერ შეძლებს ამას, გამოასწოროს თავისი ენით და თუ ამითაც ვერ შეძლებს, მაშინ თავისი გულით (ანუ შეიძულოს ის საქმე) და ის იქნება რწმენის ყველაზე სუსტი გამომჟღავნება
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ საიდ ალ-ხუდრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, თუ როგორ ამბობდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «თქვენგან ვინც დაინახავს მოუწონარ (ისლამში მიუღებელ) ქმედებას, გამოასწოროს თავისი ხელით, და თუ ვერ შეძლებს ამას, გამოასწოროს თავისი ენით და თუ ამითაც ვერ შეძლებს, მაშინ თავისი გულით (ანუ შეიძულოს ის საქმე) და ის იქნება რწმენის ყველაზე სუსტი გამომჟღავნება».
Explanation
Benefits
ბოროტების აღკვეთისას თანდათანობითობის პრინციპი საჭიროა, თითოეულმა ადამიანმა თავისი შესაძლებლობებისა და უნარების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.
ბოროტების აღკვეთა უდიდესი საქმეა ჩვენს რწმენაში და არავის არ ეხსნება ეს ვალდებულება. ამით დავალებულია თითოეული მუსლიმი, მისი შესაძლებლობებისა და ძალების მიხედვით.
მოწოდება მოსაწონი ქმედებისკენ და დასაგმობი ქმედებების აკრძალვა არის რწმენის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, ხოლო რწმენა თავის მხრივ იზრდება და იკლებს.
დასაგმობი ქმედების აკრძალვა დამოკიდებულია ცოდნაზე, რომ ეს ქმედება არის დასაგმობი.
დასაგმობის გამოსწორება იმ პირობით ხდება, რომ ამ საქმის გამოსწორებას უფრო დიდი ზიანი არ მოჰყვება ვიდრე არსებულისა.
დასაგმობის აღკვეთას თავისი ეთიკა და პირობები აქვს, რომლებიც საჭიროა თითოეულმა მუსლიმმა შეისწავლოს.
დასაგმობის უარყოფა საჭიროებს შარიათის პოლიტიკას, ცოდნას და გამჭრიახობას.
დასაგმობი საქმის გულით არ უარყოფა მიუთითებს რწმენის სისუსტეზე.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

