მოწყალება (სადაყა) არაფრით ამცირებს სიმდიდრეს. ალლაჰი თავის მონას, რომელიც პატიობს სხვებს, არაფერს უმატებს, გარდა დიდებისა, და ვინც ალლაჰისთვის თავმდაბლობას გამოიჩენს, ალლაჰი მას აუცილებლად აამაღლებს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მოწყალება (სადაყა) არაფრით ამცირებს სიმდიდრეს. ალლაჰი თავის მონას, რომელიც პატიობს სხვებს, არაფერს უმატებს, გარდა დიდებისა, და ვინც ალლაჰისთვის თავმდაბლობას გამოიჩენს, ალლაჰი მას აუცილებლად აამაღლებს».
Explanation
რაც უფრო მეტად პატიობს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ აქვს შურისძიების ან სასჯელის შესაძლებლობა, ეს (პატიება) მით უფრო მეტად უმატებს მას ძალასა და დიდებას.
ალლაჰი, როგორც საზღაურად, აუცილებლად აამაღლებს და პატივს მიაგებს მას, ვინც გამოიჩენს თავმდაბლობას და მორჩილებას ალლაჰის გულისთვის, და არა შიშის, მლიქვნელობის ან ვინმესგან სარგებლის მიღების მიზეზით.
Benefits
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

