ყოველდღე, როდესაც ალლაჰის მონები დილას იღვიძებენ, მათთან გარდაუვლად ჩამოდის ორი ანგელოზი. ერთი მათგანი ამბობს: ‘ო ალლაჰ, მიეცი კეთილი საზღაური მას, ვინც ხარჯავს [შენთვის]!’ ხოლო მეორე ამბობს: ‘ო ალლაჰ, გაუგზავნე დაღუპვა მას, ვინც ძუნწობს!
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყოველდღე, როდესაც ალლაჰის მონები დილას იღვიძებენ, მათთან გარდაუვლად ჩამოდის ორი ანგელოზი. ერთი მათგანი ამბობს: ‘ო ალლაჰ, მიეცი კეთილი საზღაური მას, ვინც ხარჯავს [შენთვის]!’ ხოლო მეორე ამბობს: ‘ო ალლაჰ, გაუგზავნე დაღუპვა მას, ვინც ძუნწობს!»
Explanation
ო ალლაჰ, ვინც გასცემს შენი მორჩილებისთვის, ოჯახის საჭიროებებისთვის, სტუმრებისთვის და ნებაყოფლობითი სიკეთეებისთვის, მიეცი მას სამაგიერო და აუნაზღაურე იგი უკეთესით იმაზე, რაც დახარჯა, და დალოცე იგი.
ხოლო მეორე ამბობს: ო ალლაჰ, ვინც იკავებს ხელში შენთვის განკუთვნილ ხარჯს, გაუნადგურე მისი ქონება, რომელიც მან ღირსეულებს აუკრძალა.
Benefits
ანგელოზები დუას აღავლენენ მორწმუნე, კეთილშობილ და გამცემ ადამიანებზე სიკეთისა და კურთხევისთვის, და მათი დუა(ვედრება) მიღებულია.
წახალისება სავალდებულო და ნებაყოფლობითი ხარჯების გაღებისკენ, როგორიცაა ოჯახზე ზრუნვა, ნათესავებთან კავშირი და სხვა კეთილი საქმეები.
კეთილი საქმეებისთვის გამცემის ღირსების ახსნა და იმის აღნიშვნა, რომ მისი საბოლოო ჯილდო ის იქნება, რომ ალლაჰი მას აუნაზღაურებს. როგორც ალლაჰი ამბობს: «რასაც არ უნდა გაიღოთ, ალლაჰი ამას გაგინაზღაურებთ, და ის არის საუკეთესო მარჩენალი» (სურა საბა, აიათი 39).
ეს წყევლა ვედრება მიმართულია იმათზე, ვინც თავს იკავებს სავალდებულო ხარჯების გაღებისგან. რაც შეეხება ნებაყოფლობით ხარჯებს, ისინი აქ არ შედის, რადგან მათი არგაღების გამო ადამიანი ამ ვედრებას არ იმსახურებს.
ძუნწობისა და სიხარბის აკრძალვა.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

