ნუთუ ალლაჰს თქვენთვის არ დაუდგენია, რითაც მოწყალებას გაიღებთ? ჭეშმარიტად, ყველა თასბიჰი (სუბჰანალლაჰ) სადაყაა, ყველა თაქბირი (ალლაჰუ აქბარ) სადაყაა, ყველა თაჰმიდი (ალჰამდულილლაჰ) სადაყაა, ყველა თაჰლილი (ლა ილაჰა ილლა ალლაჰ) სადაყაა, სიკეთის მოწოდება სადაყაა, ბოროტების აკრძალვა სადაყაა, და რომელიმე თქვენგანს ცოლთან ურთიერთობა თუ ექნება ესეც სადაყაა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გდმოცემულია აბუ ზარრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «მოციქულის მიმდევართაგან ზოგიერთნი მივიდნენ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ჩვენგან მდიდარი ხალხი ძალიან წინ წავიდა მადლის კეთებით, ლოცულობენ ისე, როგორც ჩვენ ვლოცულობთ, მარხულობენ ისე, როგორც ჩვენ ვმარხულობთ, და გასცემენ მოწყალებას მათი დაგროვილი ქონებიდან. მან თქვა: «ნუთუ ალლაჰს თქვენთვის არ დაუდგენია, რითაც მოწყალებას გაიღებთ? ჭეშმარიტად, ყველა თასბიჰი (სუბჰანალლაჰ) სადაყაა, ყველა თაქბირი (ალლაჰუ აქბარ) სადაყაა, ყველა თაჰმიდი (ალჰამდულილლაჰ) სადაყაა, ყველა თაჰლილი (ლა ილაჰა ილლა ალლაჰ) სადაყაა, სიკეთის მოწოდება სადაყაა, ბოროტების აკრძალვა სადაყაა, და რომელიმე თქვენგანს ცოლთან ურთიერთობა თუ ექნება ესეც სადაყაა». მათ იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰის მოციქულო! თუ რომელიმე ჩვენგანი თავის ვნებას (ცოლთან ურთიერთობით) დააკმაყოფილებს, მას მაგისთვის მადლი დაეწერება? მან თქვა: «როგორ ფიქრობთ, თუ ამ ვნებებს ჰარამი გზით დაიკმაყოფილებს, მას ცოდვა არ დაეწერება? სწორედ ასეთივეა, თუ ამ ვნებებს ის ჰალალი გზით დაიკმაყოფილებს, ის მიიღებს ამისთვის მადლს».
Explanation
Benefits
კარგი საქმეების ფორმები ძალიან ბევრია, ის მოიცავს ყველა საქმეს, რომელსაც ასრულებს მუსლიმი კარგი განზრახვით და სწორი ფორმით.
ისლამის სიადვილე და სიმარტივე. ყველა მუსლიმს შეუძლია იპოვოს თავისთვის შესაფერისი საქმე, რომლითაც დაემორჩილება ალლაჰს.
ან-ნავავი ამბობს: «ამ ჰადისში არის არგუმენტი იმაზე, რომ ნებაყოფილობითი საქმეები კარგი განზრახვით და წრფელი გულით შეიძლება ღვთისმსახურებად გარდაიქცეს, ცოლ-ქმრული ურთიერთობა იქნება ღვთისმსახურება თუ ადამიანი მასში განიზრახავს საკუთარი ცოლის უფლების მოხდას და მასთან კარგ თანაცხოვრებას, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა უბრძანა მას, ან თუ ამ ურთიერთობით მას კარგი შვილი უნდა, ან სურს საკუთარი თავის და მისი ცოლის პატიოსნების დაცვა და ორივე მათგანისთვის სიკეთე, რომ არ შეხედონ ჰარამს, ან არ იფიქრონ მასზე, ან არ ისურვონ ასეთი რამე, და კიდევ სხვა მსგავსი კარგი განზრახვები».
შედარების მაგალითის მოტანა, რათა უფრო გასაგები და მისაღები იყოს მსმენელისთვის.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

