ჭეშმარიტად მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა ჩვენთან, და ჩვენ ვუთხარით: "ო, ალლაჰის მოციქულო, უკვე ვიცით, როგორ მოგესალმოთ, მაგრამ როგორ ვილოცოთ შენთვის?
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბდურრაჰმან იბნ აბი ლაილასგან, რომელმაც თქვა: შემხვდა ქა'ბ იბნ 'უჯრა, და თქვა: გინდა რომ გაჩუქო საჩუქარი? ჭეშმარიტად მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა ჩვენთან, და ჩვენ ვუთხარით: "ო, ალლაჰის მოციქულო, უკვე ვიცით, როგორ მოგესალმოთ, მაგრამ როგორ ვილოცოთ შენთვის?" მან თქვა: «თქვით: 'ო, ალლაჰ, დალოცე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც დალოცე იბრაჰიმისა და იბრაჰიმის ოჯახი. ნამდვილად, შენ ხარ ღირსეული და დიდებული. ო, ალლაჰ, აკურთხე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც აკურთხე იბრაჰიმი და იბრაჰიმის ოჯახი. ნამდვილად, შენ ხარ ღირსეული და დიდებული». /ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა სალლაითა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ, ალლაჰუმმა ბაარიქ 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა ბაარაქთა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ/.
Explanation
Benefits
მოციქულის (ალლაჰის ლოცვდა და მშვიდობა მას) დალოცვის წარმოთქმის ვალდებულება ბოლო თაშაჰუდზე.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწავლა თავის საჰაბებს, როგორ მიესალმონ და ილოცონ მისთვის.
ეს ფორმულა არის ყველაზე სრულყოფილი ფორმა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დალოცვისას.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

