ო, ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთის აღმოსავლეთი და დასავლეთი
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ლოცვაში თაქბირს ამბობდა, მცირე ხნით ჩუმდებოდა, სანამ კითხვას დაიწყებდა. მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, მამაჩემი და დედაჩემი იყოს შენს სანაცვლოდ, რას ამბობ იმ დროს, თაქბირსა და კითხვას შორის რომ ჩუმდები?" მან უპასუხა: «ვამბობ: ო, ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთის აღმოსავლეთი და დასავლეთი; ო ალლაჰ, გამწმინდე ჩემი ცოდვებისგან, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან; ო, ალლაჰ განმბანე ჩემი ცოდვებისგან თოვლით, წყლით და სეტყვით».
Explanation
Benefits
საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) დიდი მონდომებით ცდილობდნენ გაეგოთ შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მდგომარეობები, მისი მოძრაობები და გაჩუმების მომენტები.
ლოცვის დასაწყისის ვედრების სხვა ფორმებიც არის დადასტურებული. უკეთესია, რომ მლოცველმა მონაცვლეობით გამოიყენოს ის დადასტურებული ფორმები, რომლებიც შუამავლისაგნ (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოცემულია — ხან ერთი ფორმით, ხან კი მეორე ფორმით.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

