როდესაც გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოსული} [ან-ნასრ: 1] ამის შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის დროს ამბობდა: «დიდებული ხარ შენ ჩვენო ღმერთო, ქება-დიდება შენ ჩემო ღმერთო, მომიტევე მე
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «როდესაც გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოსული} [ან-ნასრ: 1] ამის შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის დროს ამბობდა: «დიდებული ხარ შენ ჩვენო ღმერთო, ქება-დიდება შენ ჩემო ღმერთო, მომიტევე მე». აიშა გადმოსცემს: რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვაზე რუქუ'ის და საჯდას დროს ძალიან ხშირად ამბობდა: «დიდებული ხარ შენ ჩვენო ღმერთო, ქება-დიდება შენ ჩემო ღმერთო, მომიტევე მე» - ყურანზე მიყოლით.
Explanation
Benefits
ალლაჰისგან ცხოვრების ბოლოს მიტევების თხოვნა შეგონებაა იმისა, რომ ყველა თაყვანისცემა, განსაკუთრებით კი ლოცვა, უნდა სრულდებოდეს მიტევების თხოვნით, რათა ამგვარად იქნას შეუსრულებელი ნაკლოვანებების გამოსწორება.
ალლაჰთან დაახლოების საუკეთესო საშუალება, რომელიც ზრდის ვედრების მიღების ალბათობას, არის ალლაჰის განდიდება, მისი სრულყოფილების დამოწმება და იმის აღიარება, რომ ის თავისუფალია ყოველგვარი ნაკლისა და ხარვეზისგან.
ალლაჰისგან მიტევების თხოვნის ღირსება ნებისმიერ მდგომარეობასა და გარემოებაში.
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულყოფილი თაყვანისცემა ღმერთზე და მისი ბრძანებაზე მორჩილება.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

