ჩემო ღმერთო, შენ ხარ მშვიდობა და შენგანაა მშვიდობა, დიდებული ხარ ო, დიდებულო და უხვად ხელგაშლილო
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია სავბანისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როცა ლოცვას დაასრულებდა სამჯერ ითხოვდა მიტევებას (ასთა'აფირულლაჰ წარმოთქვამდა სამჯერ) თქვა:
«ჩემო ღმერთო, შენ ხარ მშვიდობა და შენგანაა მშვიდობა, დიდებული ხარ ო, დიდებულო და უხვად ხელგაშლილო /ალლაჰუმმა ანთა ს-ალაამ, ვა-მინქა სალაამ, თაბაარაქთა ზალ-ჯალაალი ვალ-იქრაამ». ვალიდმა თქვა: მე ვუთხარი ავზა'ის: როგორია ისთიღფარი (მიტევების თხოვნა)? მან თქვა: უნდა თქვა: ასთღაფირულლაჰ, ასთღაფირულლაჰ (ღმერთო მომიტევე).
Explanation
შემდეგ განადიდებდა ღმერთს სიტყვებით: "ჩემო ღმერთო შენ ხარ მშვიდობა და შენგანაა მშვიდობა, დიდებული ხარ ო, დიდებულო და კეთილშობილო" . ალლაჰია დიდებული სრულყოფილი თვისებების მქონე, შორს არის ყოველგვარი ნაკლოვანებისგან, მისგან უნდა იქნას მშვიდობა მოძიებული ყოველი ბოროტებისგან ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური, ის არის დიდებული, მისი სიკეთე ძალიან ბევრია ორივე ქვეყანაში, ის არის სიდიადის და სიკეთის პატრონი.
Benefits
მოწონებული საქციელია მიტევების თხოვნა ღვთისმსახურებებში დაშვებული ნაკლოვანებების ასანაზღაურებლად და ღვთის მორჩილებაში გამოჩენილი სისუსტისთვის.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

