{ნუთუ თქვენ ჰაჯის მონაწილეთა დამარწყულებელთ ან მეჩეთთა აღმშენებლებს იმათ თანასწორად მიიჩნევთ, ვინც ირწმუნა ალლაჰი, და უკანასკნელი დღე და იბრძვიან ალლაჰის გზაზე?} (სურა თაუბა, აიათი 19) — აიათის ბოლომდე
ან-ნუ‘მან იბნ ბაშირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია: მე ვიმყოფებოდი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარის ახლოს. ერთმა კაცმა თქვა: "ჩემთვის სულერთია, თუ ისლამის მიღების შემდეგ აღარასოდეს შევასრულებ არცერთ საქმეს, გარდა იმისა, რომ დავარწყულო…

