{ნუთუ თქვენ ჰაჯის მონაწილეთა დამარწყულებელთ ან მეჩეთთა აღმშენებლებს იმათ თანასწორად მიიჩნევთ, ვინც ირწმუნა ალლაჰი, და უკანასკნელი დღე და იბრძვიან ალლაჰის გზაზე?} (სურა თაუბა, აიათი 19) — აიათის ბოლომდე
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ან-ნუ‘მან იბნ ბაშირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია: მე ვიმყოფებოდი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარის ახლოს. ერთმა კაცმა თქვა: "ჩემთვის სულერთია, თუ ისლამის მიღების შემდეგ აღარასოდეს შევასრულებ არცერთ საქმეს, გარდა იმისა, რომ დავარწყულო მომლოცველები". მეორემ თქვა: "ჩემთვის სულერთია, თუ ისლამის მიღების შემდეგ აღარასოდეს შევასრულებ არცერთ საქმეს, გარდა იმისა, რომ ვემსახურო ალ-მასჯიდ ალ-ჰარამს (წმიდა მეჩეთს)". მესამემ თქვა: "ჯიჰადი ალლაჰის გზაზე უკეთესია იმაზე, რაც თქვით". მაშინ ʿუმარმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მათ აუკრძალა და თქვა: "ნუ აამაღლებთ ხმას მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარის წინ, განსაკუთრებით დღეს — ჯუმა დღეს. როცა დავასრულებ ჯუმა-ნამაზს, შევალ და ვკითხავ მას იმაზე, რაზეც თქვენ ვერ შეთანხმდით". შემდეგ ალლაჰმა დიდებულმა და უზენაესმა გარდმოავლინა აიათი: {ნუთუ თქვენ ჰაჯის მონაწილეთა დამარწყულებელთ ან მეჩეთთა აღმშენებლებს იმათ თანასწორად მიიჩნევთ, ვინც ირწმუნა ალლაჰი, და უკანასკნელი დღე და იბრძვიან ალლაჰის გზაზე?} (სურა თაუბა, აიათი 19) — აიათის ბოლომდე.
Explanation
{ნუთუ თქვენ ჰაჯის მონაწილეთა დამარწყულებელთ ან მეჩეთთა აღმშენებლებს იმათ თანასწორად მიიჩნევთ, ვინც ირწმუნა ალლაჰი, უკანასკნელი დღე და იბრძვიან ალლაჰის გზაზე? ისინი თანასწორნი არ არიან ალლაჰის წინაშე და
ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე უსამართლო ხალხს}. [ათ-თავბა: 19].
Benefits
საქმეთა მნიშვნელობა და უპირატესობა განისაზღვრება შარიათის მიერ, და არა ადამიანთა აზრითა და შეხედულებით.
ჯიჰადის ღირსება ალლაჰის გზაზე — იმ შემთხვევაში, როცა არის რწმენა ალლაჰისა და უკანასკნელი დღისადმი.
ანნავავიმ თქვა: «ამ ჰადისში აღნიშნულია, რომ არასასურველია (მაქრუჰია) ხმამაღლა ლაპარაკი მეჩეთებში — როგორც ჯუმა (პარასკევ) დღეს, ასევე სხვა დღეებში. და არ უნდა აიმაღლოს ხმა — იქნება ეს ცოდნის გასავრცელებლად თუ სხვა მიზეზით - როდესაც ადამიანები იკრიბებიან სალოცავად, რადგან ეს იწვევს დაბნეულობას და უშლის ხელს მლოცველებსა და ალლაჰის შემხსენებლებს».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

