როდესაც რომელიმე თქვენგანი აიღებს აბდესს და ჩაიცვამს ტყავის წინდებს, ილოცოს მათში და სველი ხელით შეიწმინდოს მათი ზედაპირი (აბდესის დროს). არ უნდა გაიხადოს ისინი, თუ თვითონ არ მოისურვებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გახდება ჯუნუბის მდგომარეობაში
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ანას ბინ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც რომელიმე თქვენგანი აიღებს აბდესს და ჩაიცვამს ტყავის წინდებს, ილოცოს მათში და სველი ხელით შეიწმინდოს
მათი ზედაპირი (აბდესის დროს). არ უნდა გაიხადოს ისინი, თუ თვითონ არ მოისურვებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გახდება ჯუნუბის მდგომარეობაში».
Explanation
Benefits
მასჰის (წინდებზე შეწმენდა) ვადა (მუყიმისთვის) ის ვინც მგზავრი არ არის ერთი დღე და ერთი ღამეა, ხოლო მოგზაურისთვის (მუსაფირი) — სამი დღე და სამი ღამე.
ტყავის წინდების შეწმენდა (მასჰი) დასაშვებია მხოლოდ მცირე უწმინდურობის დროს, ხოლო დიდი უწმინდურობის შემთხვევაში მასჰის გაკეთება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია წინდების გახდა და ფეხების განბანვა.
სასურველია ლოცვის შესრულება ფეხსაცმელში, ტყავის წინდებში ან მსგავსში, რათა განსხვავდეთ იუდეველებისგან. თუმცა, ეს ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელი სუფთაა და არ იწვევს ზიანს მლოცველებისთვის ან მეჩეთისთვის. მეჩეთებში, რომლებიც დაფარულია ხალიჩებით, ფეხსაცმლით ლოცვა არ არის რეკომენდებული.
ტყავის წინდების შეწმენდა(მასჰი) წარმოადგენს ამ უმმათისთვის კანონების შემსუბუქებასა და გამარტივებას.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

