შეეშვი, მე ისინი სისუფთავის დროს (აბდესის აღების შემდეგ) ჩავიცვი
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ალ-მუღირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: ერთხელ ერთ-ერთი მგზავრობის დროს შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად ვიყავი და გადავწყვიტე მისთვის ფეხსაცმელი გამეხადა, მან კი თქვა: «შეეშვი, მე ისინი სისუფთავის დროს (აბდესის აღების შემდეგ) ჩავიცვი», და მათზე მასჰი გააკეთა (სველი ხელით მაღლიდან შეიწმინდა).
Explanation
Benefits
წმენდა სრულდება მხოლოდ ერთხელ, სველი ხელით ხუფების (ტყავის წინდების, წინდების) ზედა ზედაპირზე გასმით, ისე, რომ მათ ქვედა ნაწილს არ ეხებიან.
ფეხსაცმელზე მესის გაკეთების წინაპირობა არის ის, რომ მათი ჩაცმა უნდა მოხდეს სრული აბდესის აღების შემდეგ. მაშინ, როცა ფეხებს დაიბანს წყლით, ფეხსაცმელი უნდა იყოს სუფთა, ფეხის სავალდებულო ნაწილს უნდა ფარავდეს (კოჭების ჩათვლით), მათზე მესის გაკეთება შესაძლებელია პატარა განბანვის (აბდესი) დროს და არა დიდი განბანვის აუცილებლობის დროს, მესის გაკეთება უნდა მოხდეს შარიათით დადგენილი დროის ფარგლებში, ეს არის სახლში მყოფისთვის ერთი სრული დღე-ღამე, ხოლო მგზავრისთვის სამი დღე და სამი ღამე.
ტყავის წინდებთან გათანაბრებულია ნებისმიერი სხვა საფარი ფეხებზე, როგორიცაა ჩვეულებრივი წინდები და მათ მსგავსები. მათზეც შესაძლებელია მესის გაკეთება.
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კარგი ზნეობა და სწავლების მეთოდი, რამეთუ ალ-მუღირას დაუშალა მისთვის ფეხზე გაეხადა და ამის მიზეზიც აუხსნა: რომ მან სუფთა ფეხებზე ჩაიცვა; რათა ალ-მუღირა მშვიდად ყოფილიყო და ასევე დადგენილებაც გაეგო.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

