დავინახე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოშარდა, შემდეგ აიღო აბდესი და მასჰი გაიკეთა ფეხსაცმელებზე
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
იბრაჰიმ ან-ნახა'ი გადმოსცემს ჰამმაამ ბინ ალ-ჰაარისისგან, რომელმაც თქვა: ჯარირმა მოშარდა, შემდეგ აიღო მცირე განბანვა და ფეხსაცმელზე გაიკეთა მასჰი, მას ჰკითხეს: ამას აკეთებ? მან თქვა: დიახ, დავინახე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოშარდა, შემდეგ აიღო აბდესი და მასჰი გაიკეთა ფეხსაცმელებზე, ალ-ა'მაშიმ თქვა: იბრაჰიმმა თქვა: ეს ჰადისი მათ ძალიან მოსწონდათ, რადგან ჯარირმა ისლამი სურა ალ-მაიდას გადმოვლენის შემდეგ მიიღო.
Explanation
Benefits
ან'ნავავიმ თქვა: «ყველა ის სწავლული, ვისი აზრიც მიიღება ერთსულოვნების (იჯმა) დადგენისას, შეთანხმებულია იმაში, რომ ნებადართულია ხუფებზე (ტყავის წინდებზე) გასმა — როგორც მოგზაურობისას, ისე სახლში ყოფნისას, იქნება ეს საჭიროების გამო თუ მის გარეშე. ნებადართულია აგრეთვე ქალისთვის, რომელიც მუდმივად სახლშია, და ავადმყოფისთვის, რომელსაც სიარული არ შეუძლია».
ჯარირ იბნ აბდულლაჰის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ღირსება გამოიხატა იმაში, რომ იგი იყო გულუხვი და მოთმინებიანი ადამიანი — მშვიდად იღებდა იმასაც კი, როცა მისი მოსწავლეები აკრიტიკებდნენ მას, თუნდაც ისინი ამაში ცდებოდნენ.
პასუხი მას, ვინც უარყოფს ტყავის ფეხსაცმელებზე მასჰის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ ეს ნებართვა გაუქმებულია; რადგან ჯარირის ჰადისი (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი) აბდესის აიათის შემდეგ იყო.
განმარტება იმისა, რომ ვისაც რაიმეს განუკიცხავენ, თუ თვლის რომ მართალია არ უნდა გაბრაზდეს იმის გამო, რაზეც მას გაკიცხავენ, არ უნდა ეკამათოს მათ მისი აზრის მიხედვით, პირიქით, უნდა განუმარტოს ის, რაზეც ეყრდნობა ამ ყველაფერში, და ეს უმჯობესია.
ისტორიით არგუმენტირება, თუ ამის აუცილებლობა არსებობს.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

