არ არის მოციქულთაგან არცერთი მოციქული, რომ მას სასწაული არ მისცემოდა, რითაც ირწმუნებდა ხალხი
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ არის მოციქულთაგან არცერთი მოციქული, რომ მას სასწაული არ მისცემოდა, რითაც ირწმუნებდა ხალხი, და რაც მომეცა მე (ყველაზე დიდი სასწაული) ეს არის ზეგამოცხადება (ყურანი), რომელიც შთამეგონა ალლაჰისგან, და იმედი მაქვს, რომ აღდგომის დღეს ჩემი მიმდევართა რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე რომელიმე მათგანის».
Explanation
Benefits
შუამავლის დიადი სასწაულის განმარტება (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დიადი ადგილის და მისი უპირატესობის განმარტება სხვა შუამავლების მიმართ.
იბნ ჰაჯარმა შემდეგ სიტყვებზე თქვა: «"და რაც მომეცა მე, ეს არის ზეგამოცხადება, რომელიც შთამეგონა ალლაჰისგან": ამის მნიშვნელობა არ არის ის, რომ მისი სასწაულები ყურანით შემოფარგლულია, და არც ის, რომ მას არ მისცემია სასწაულები იმათი, ვინც მასზე უწინარეს იყო, არამედ, ეს არის უდიდესი სასწაული, რომელიც მას მიეცა სხვებისგან განსხვავებით».
იმამი ან-ნავავიმ თქვა: «(და იმედი მაქვს, რომ ჩემი მიმდევართა რაოდენობა უფრო მეტი იქნება), ეს არის შუამავლობის ნიშანთაგან ერთ-ერთი ნიშანი, რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ თქვა, როდესაც ძალიან მცირე იყო მუსლიმთა რიცხვი, შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა გაიღო წყალობა, გაამრავლა მუსლიმები და დალოცა ისინი, რამეთუ მათი რიცხვი ძალიან დიდია, რასაც დღეს ვხედავთ, დიდება ალლაჰს».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

