ვფიცავ იმას, ვისი ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, რადგან ეს იყო მისი ლოცვა მანამ, სანამ ის არ დატოვებდა ამ სამყაროს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): "რომ ის ყოველთვის ამბობდა "ალლაჰუ აქბარ"-ს ყოველ ნამაზში, როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფლობით ლოცვებში, როგორც რამადანში, ისე მის მიღმა. ის ამბობდა თაქბირს როცა დგებოდა, შემდეგ ისევ თაქბირს როცა მოიხრებოდა წელში. შემდეგ ამბობდა: "სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ", ხოლო ამის შემდეგ "ალლაჰუმმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ", შემდეგ ის ამბობდა: ალლაჰუ აქბარ-ს როცა სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა სუჯუდიდან თავს ასწევდა, შემდეგ ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა მეორე სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა მეორედ სუჯუდიდან თავს ასწევდა. როცა მეორე რაქ'ათიდან ჯდომის მდგომარეობიდან დგებოდა, კვლავ ამბობდა ალლაჰუ აქბარ. ის ამას იმეორებდა თითოეულ რაქ'ათში, სანამ ნამაზს არ დაასრულებდა. ლოცვის დასრულების შემდეგ ის ამბობდა: «ვფიცავ იმას, ვისი ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, რადგან ეს იყო მისი ლოცვა მანამ, სანამ ის არ დატოვებდა ამ სამყაროს».
Explanation
ის ამას იმეორებდა ლოცვის ბოლომდე. წელში მოხრიდან ზურგში გაშლასთან ერთად კი ამბობდა: სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ, ხოლო წელში გამართულ მდგომარეობაში: რაბბანაა ლაქალ ჰამდ.
ამის შემდეგ, როცა აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ნამაზს დაასრულებდა, ამბობდა: ვფიცავ იმას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, რადგან ეს იყო მისი ლოცვა მანამ, სანამ ის არ დატოვებდა ამ სამყაროს.
Benefits
საჰაბები დიდი გულმოდგინებით ცდილობდნენ, მიებაძათ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქცევებისთვის და შეენარჩუნებინათ მისი სუნნა.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

