ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას თაქბირით იწყებდა, შემდეგ კითხულობდა, "ალლჰამდუ ლილლაჰი რაბბილ 'აალამიინ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია მორწმუნეთა დედის აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას თაქბირით იწყებდა, შემდეგ კითხულობდა, "ალლჰამდუ ლილლაჰი რაბბილ 'აალამიინ", როდესაც რუქუ'ზე მიდიოდა თავს არც მაღლა წამოწევდა და არც დაბლა დახრიდა, არამედ მათ შორის აჩერებდა, როდესაც რუქუ'იდან თავს წამოწევდა და სწორდებოდა საჯდაზე არ მიდიოდა, სანამ არ გასწორდებოდა ფეხზემდგომი, როდესაც საჯდაზე თავს წამოწევდა მეორე საჯდაზე არ მიდიოდა, სანამ დამჯდარი არ გასწორდებოდა, ყოველი ორი რაქათის შემდეგ ათ-თაჰიათს კითხულობდა, ის მარცხენა ფეხს დააწვენდა და მარჯვენა ფეხს მაღლა დააყენებდა, ეშმაკის მსგავს დაჯდომას კრძალავდა, ასევე კრძალავდა, რომ მამაკაცს იდაყვები გაეშალა, როგორც მტაცებელი ცხოველი აკეთებს ამას, და ლოცვას სალამის მიცემით ასრულებდა.
Explanation
Benefits
პირველი თაქბირის აუცილებლობა, რომლის წარმოთქმის შემდეგ აკრძალულია იმ სიტყვების და ქმედებების შესრულება, რაც ლოცვის სიტყვებს და ქმედებებს გამორიცხავს, ასევე სხვა ფორმულა ვერ ჩაანაცვლებს მას ლოცვაში შესასვლელად.
სურა ალ-ფათიჰას კითხვის აუცილებლობა.
რუქუ'ის ვალდებულება, მისი შესრულების დროს საუკეთესო ფორმა ზურგის გასწვრივ თავის დაჭერაა მაღლა აწევის და დაბლა დახრის გარეშე.
რუქუ'იდან მაღლა ამოსვლის ვალდებულება, მისგან ამოსვლის შემდეგ წელში გასწორების ვალდებულება.
საჯდას ვალდებულება, მისგან გასწორების ვალდებულება, მისგან ამოსვლის შემდეგ მჯდომარე პოზიციაში გასწორება.
მლოცველისთვის დადგენილია ლოცვის დროს მარცხენა ფეხის გაშლა და მარჯვენას დაყენება თაშაჰუდზე, ხოლო ბოლო დაშაჰუდზე იმ ლოცვებში, სადაც ორი თაშაჰუდია, მაგალითად: სამხრობის და ღამის ლოცვებზე დადგენილია თავარრუქი (დაჯდომის ფორმა) ამასთან დაკავშირებით სხვა ჰადისებშია გადმოცემული.
აკრძალულია ეშმაკზე დამსგავსება ჯდომის დროს, ეს არის შემდეგი ფორმები დაჯდეს ქუსლებზე, და ფეხები მიწაზე გაშალოს, ან დააყენოს ფეხები[წვივები] ორივე მაღლა და მათ შორის მიწაზე დაჯდეს.
აკრძალულია მტაცებელ ცხოველზე დამსგავსება ფეხების გაშლით, ეს იქნება როდესაც მლოცველი ორივე იდაყვს გაშლის მიწაზე, ეს მის სიზარმაცესა და სისუსტეზე მეტყველებს.
აკრძალულია ქმედებებში სატანაზე და ცხოველებზე მიმსგავსება.
ლოცვის მისალმებით დასრულება სავალდებულოა, ეს არის ვედრება მლოცველებისთვის, დამსწრეებისთვის, იქ არ მყოფებისთვის და მართალი ადამიანებისთვის, რომ იყვნენ შორს ყოველგვარი ბოროტების და ნაკლოვანებისაგან.
სავალდებულოა ლოცვის დროს სიმშვიდე.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

