არ გინდათ მიგითითოთ ისეთ რამეზე, რაც თქვენ მიერ მოთხოვნილზე უკეთესია? როცა დასაძინებლად დაწვებით ან საწოლში შეხვალთ, თქვით 'სუბჰანალლაჰ' 33-ჯერ, 'ალჰამდულილლაჰ' 33-ჯერ და 'ალლაჰუ აქბარ' 34-ჯერ. ეს უკეთესია თქვენთვის, ვიდრე მსახური
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია 'ალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: რომ ფატიმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რათა მისთვის შეეჩივლა წისქვილის ტრიალით გამოწვეული ხელების დაღლილობის გამო. მას ასევე მოუსმენია, რომ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) მონები მოვიდნენ, თუმცა ვერ ნახა ის(მოციქული),და ამის შესახებ მან აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უთხრა, როდესაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სახლში დაბრუნდა, აიშამ ეს ამბავი გააცნო. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფატიმასა და ალის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) სახლში მივიდა მაშინ, როცა ისინი უკვე დასასვენებლად იყვნენ დაწოლილები. ისინი ადგომას შეეცადნენ, მაგრამ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «დარჩით თქვენს ადგილას». შემდეგ მივიდა, მათ შორის დაჯდა ისე, რომ 'ალიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იგრძნო მისი ფეხების სიგრილე, შემდეგ მან თქვა: «არ გინდათ მიგითითოთ ისეთ რამეზე, რაც თქვენ მიერ მოთხოვნილზე უკეთესია? როცა დასაძინებლად დაწვებით ან საწოლში შეხვალთ, თქვით 'სუბჰანალლაჰ' 33-ჯერ, 'ალჰამდულილლაჰ' 33-ჯერ და 'ალლაჰუ აქბარ' 34-ჯერ. ეს უკეთესია თქვენთვის, ვიდრე მსახური».
Explanation
Benefits
ეს ზიქრი მხოლოდ ღამის ძილის დროს წარმოითქმება. იმამ მუსლიმის გადმოცემით, რომლის გადმოცემის წყაროა მუაზისგან შუ'ბადან, მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებით: «როდესაც ღამით დასაძინებლად დაწვებით».
თუ მუსლიმმა ეს ზიქრი ღამის დასაწყისში დაივიწყა და მოგვიანებით, ღამის ბოლოს გაიხსენა, მის წარმოთქმაში პრობლემა არ არის. ამას ადასტურებს ალის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემა: მას სიფინის ღამეს ზიქრის თქმა დაავიწყდა ღამის დასაწყისში, თუმცა მოგვიანებით გაიხსენა დილის დადგომამდე.
ალ-მუჰალლაბამ თქვა: "ამაში ჩანს, რომ ადამიანი უნდა მოუწოდებდეს თავის ოჯახს იმავე მიდგომისკენ, რასაც თვითონ მიჰყვება – აქ იგულისხმება საიქიო ცხოვრების უპირატესობა ამქვეყნიურის მიმართ, თუ მათ ამის ძალა შესწევთ.
იბნ ჰაჯარ ალ-'ასყალაანიმ თქვა: "ვინც მას მუდმივად ასრულებს, არ იქნება გადაღლილი ზედმეტი შრომით და არ იგრძნობს სიძნელეს, თუნდ რომ დაიღალოს".
ალ-'აინიმ თქვა: "უკეთესია იმ მნიშვნელობით, რომ ეს სიტყვები უკავშირდება საიქიოს ცხოვრებას, მაშინ როდესაც მსახური დაკავშირებულია ამქვეყნიურ ცხოვრებასთან, და საიქიო ცხოვრება უკეთესი და მუდმივია; ან უკეთესია იმასთან შედარებით, რასაც იგი ითხოვდა, რადგან ამ ზიქრის წყალობით, მას მიენიჭება ძალა, რომლის მეშვეობითაც შეძლებს გაცილებით მეტი საქმის შესრულებას, ვიდრე შეძლებდა მსახური".
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

