დინარი, რომელიც დახარჯე ალლაჰის გზაზე, დინარი, რომელიც დახარჯე მონის გათავისუფლებაზე, დინარი, რომელიც გაიღე გლახაკისთვის, და დინარი, რომელიც დახარჯე შენს ოჯახზე – ყველაზე დიდი ჯილდო აქვს იმ დინარს, რომელიც შენს ოჯახზე დახარჯე
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დინარი, რომელიც დახარჯე ალლაჰის გზაზე, დინარი, რომელიც დახარჯე მონის გათავისუფლებაზე, დინარი, რომელიც გაიღე გლახაკისთვის, და დინარი, რომელიც დახარჯე შენს ოჯახზე – ყველაზე დიდი ჯილდო აქვს იმ დინარს, რომელიც შენს ოჯახზე დახარჯე».
Explanation
Benefits
ხარჯვისას პრიორიტეტების განსაზღვრა საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის – ოჯახის უზრუნველყოფა, როდესაც შეუძლებელია ყველა ხარჯის ერთდროულად გაწევა.
ან-ნავავიმ „საჰიჰ მუსლიმის“ განმარტებაში თქვა: «მოწოდება ოჯახის წევრებზე ხარჯვისკენ და მისი დიდი ჯილდოს განმარტება. რადგან ზოგიერთ მათგანზე ზრუნვა სავალდებულოა ნათესაობის გამო, ზოგიერთისთვის – რეკომენდებულია, რაც სადაყისა და ნათესაურ კავშირს წარმოადგენს, ხოლო ზოგიერთისთვის სავალდებულოა ქორწინების უფლებით ან მონობის მფლობელობით. ეს ყველაფერი კეთილი და წახალისებული საქმეა, და ის უმჯობესია ნებაყოფლობით შეწირულობაზე».
ას-სინდიმ თქვა: «მისი სიტყვები „დინარი, რომელიც დახარჯავს თავის ოჯახზე“ ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ამის გაკეთებას ალლაჰის სახის საძიებლად და ოჯახზე ზრუნვის ვალდებულების შესასრულებლად განიზრახავს».
აბუ ყილაბამ თქვა: «რომელ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უფრო დიდი ჯილდო, ვიდრე იმას, ვინც თავისი მცირეწლოვანი ოჯახის წევრებს არჩენს, რათა შეინახოს მათი ღირსება, ან ვისი მეშვეობითაც ალლაჰი მათ სარგებელს მოუტანს და გაამდიდრებს?»
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

