წესისამებრ აიღე მისი ქონებიდან იმდენი, რაც საკმარისი იქნება შენთვის და შენი შვილებისთვის
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ თქვა: «ერთხელ აბუ სუფიანის მეუღლე, უთაიბას ქალიშვილი ჰინდი მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: ო ალლაჰის შუამავალო, აბუ სუფიანი ძუნწი კაცია, მე და ჩემ შვილებს საკმარის თანხას არ გვაძლევს, რომ ჩვენთვის საკმარისი იყოს. გარდა იმისა, რომ მე მისი ქონებიდან ვიღებ მისი ცოდნის გარეშე, ამის გამო მე მექნება ცოდვა? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «წესისამებრ აიღე მისი ქონებიდან იმდენი, რაც საკმარისი იქნება შენთვის და შენი შვილებისთვის».
Explanation
Benefits
იბნ ჰაჯარმა თქვა: «მის სიტყვებში იგულისხმება: ''წესისამებრ აიღე მისი ქონებიდან იმდენი, რაც საკმარისი იქნება'' , მისი მდგომარეობა ტრადიციების მიხედვით, ამას შარიათული საზღვრები არ გააჩნია».
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამ ჰადისზე დაყრდნობით ხდება არგუმენტირება, რომ ნებადართულია ადამიანის მოუწონარ საქციელზე საუბარი ფათვას აღებისას, საჩივარის შემთხვევაში ან მსგავსი. ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანის ზურგსუკან საუბარი ნებადართულია».
ალ-ყურტუბიმ თქვა: «ჰინდის განზრახვა არ ყოფილა, რომ აბუ სუფიანი დაეხასიათებინა ყველა მდგომარეობაში ძუნწ პიროვნებად, არამედ მან აღწერა მისი მდგომარეობა მასთან, რომ აბუ სუფიანი მისი და მისი შვილების წინაშე იჩენდა სიძუნწეს, ეს კი აბსოლუტურ სიძუნწეს არ განაპირობებს, რადგან არსებობენ მრავალი მმართველები, რომლებიც მსგავსად იქცევიან თავიანთი ოჯახების მიმართ, მაგრამ უცხო პიროვნებებს ახარჯავენ ბევრს დაახლოების მიზნით».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

