ბიჭუნა, თქვი ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით), ჭამე მარჯვენა ხელით და იმ მხრიდან, რაც შენთან ახლოს არის
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია 'უმარ იბნ აბი სალამასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "მე ვიყავი მოზარდი ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მზრუნველობაში და ჩემი ხელი თეფშში აქეთ-იქით მოძრაობდა. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «ბიჭუნა, თქვი ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით), ჭამე მარჯვენა ხელით და იმ მხრიდან, რაც შენთან ახლოს არის». ამის შემდეგ ყოველთვის ასე ვჭამდი.
Explanation
პირველი: ჭამის დასაწყისში «ბისმილლაჰ» -ის (ალლაჰის სახელით) წარმოთქმა.
მეორე: მარჯვენა ხელით ჭამა.
მესამე: იმ მხრიდან საჭმლის ჭამა, რომელიც ახლოსაა.
Benefits
ბავშვებისთვის ეთიკის სწავლება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ადამიანის მზრუნველობის ქვეშაა.
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოირჩეოდა სირბილით, სიკეთითა და მოთმინებით ბავშვებისთვის ზნეობის სწავლების დროს.
ერთ-ერთი წესი და ეტიკეტი, რომელიც საკვებთან არის დაკავშირებული, არის ის, რომ ადამიანი უნდა მიირთმევდეს იმ საკვებს, რომელიც პირდაპირ მის წინ არის მოთავსებული. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც სუფრაზე სხვადასხვა სახის კერძები არის შემოთავაზებული. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია იმ კერძების აღება, რომლებიც პირდაპირ მის წინ არ არის მოთავსებული.
მოწაფეები (საჰაბები) მიჰყვებოდნენ იმ ეთიკეტს, რომელსაც მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწავლიდა მათ. ეს მტკიცდება 'უმარის სიტყვებით: «მას შემდეგ ყოველთვის ასე ვჭამდი»
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

