თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა, და არაფერს შეუძლია ადამის ძის მუცელი აავსოს, გარდა მიწისა (სამარისა). ხოლო ალლაჰი შეიწყალებს მას, ვინც მოინანიებს».
Explanation
Benefits
იმამ ან-ნავავი ამბობს: «ამ ჰადისში გაკიცხულია ამქვეყნიური ცხოვრების მიმართ სიხარბე, მისი სიმრავლისკენ სწრაფვა და მასზე მიჯაჭვულობა».
უზენაესი ალლაჰი მიიღებს იმ ადამიანის მონანიებას, ვინც თავს ანებებს დაგმობილ თვისებებს.
იმამ ან-ნავავი ამბობს: «ეს ჰადისი აღნიშნავს ადამის ძეთა უმეტესობის ბუნებრივ მიდრეკილებას ამქვეყნიური ცხოვრებისკენ სიხარბის თვალსაზრისით. ამას ამტკიცებს ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიც: (და ალლაჰი შეიწყალებს მას, ვინც მოინანიებს)».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

