როდესაც მე ავმაღლდი მი'რაჯში, გავიარე ხალხთან, რომლებიც იხოკავდნენ თავიანთ სახეებსა და გულებს რკინის ბრჭყალებით
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც მე ავმაღლდი მი'რაჯში, გავიარე ხალხთან, რომლებიც იხოკავდნენ თავიანთ სახეებსა და გულებს რკინის ბრჭყალებით, მე ვკითხე: ვინ არიან ეს ხალხი, ო, ჯიბრიილ? მან მითხრა: ეს ისინი არიან, ვინც სხვა ადამიანების ხორცს ჭამენ და მათ ღირსებას შეურაცხყოფენ».
Explanation
Benefits
სხვის ღირსებაზე ცუდად ლაპარაკი, როგორიცაა ღიიბათი (ზურგს უკან სხვის ცუდად ხსენება) და მსგავსი ქმედებები, არის დიდი ცოდვები.
ატ-ტიბიმ თქვა სიტყვაზე „იახმუშუნ“: «რადგან სახისა და გულმკერდის დახოკვა მტირალი ქალების თვისებაა, იგი ამ საქციელს მიაკუთვნა მათ, ვინც სხვებს ღიიბას უკეთებს და მუსლიმთა ღირსებას შეურაცხყოფს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი საქციელი მამაკაცებისთვის შეუსაბამოა; ის უფრო ქალების ყველაზე უგვანო და უმახინჯეს მდგომარეობას წააგავს».
იმისთვის, რომ ადამიანმა დაიმსახუროს ღვთის კმაყოფილება, აუცილებელია დაფარულის რწმენა იმ ყველაფერის, რაც ალლაჰმა და მისმა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნეს.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

