კარგი მეგობარი და ცუდი მეგობარი ჰგავს მუსქუსის გამყიდველს და მჭედელს,
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კარგი მეგობარი და ცუდი მეგობარი ჰგავს მუსქუსის გამყიდველს და მჭედელს, მუსქუსის გამყიდველი: ან გაჩუქებს რაღაცას, ან მისგან იყიდი, ან უბრალოდ კარგი სურნელი მოგეწონება. მჭედელი კი: ან სამოსს დაგიწვავს, ან ცუდ სუნს იგრძნობ მისგან».
Explanation
პირველი ტიპი: კარგი თანამოაზრე და მეგობარი, რომელიც ალლაჰისკენ მოგიწოდებს, გასწავლის იმას, რაც ალლაჰისთვის მოსაწონია, და გეხმარება მისადმი მორჩილებაში, მისი მაგალითი ჰგავს სურნელოვანი ნივთების გამყიდველს: ან გაჩუქებს, ან რამეს იყიდი, ან უბრალოდ მისგან სასიამოვნო სურნელს იგრძნობ.
მეორე ტიპი: ცუდი თანამოაზრე და მეგობარი, რომელიც გაშორებს ალლაჰის გზას, გიბიძგებს ცოდვების ჩადენისკენ, გაჩვენებს ცუდ მაგალითს და შენც ურთიერთობის გამო გაკრიტიკებენ, მისი მაგალითი ჰგავს მჭედელს, რომელიც თავის ცეცხლს აჩაღებს: ან დაგწვავს სამოსს მისგან გამოვარდნილი ნაპერწკლებით, ან მის სიახლოვეს ცუდ სუნს იგრძნობ.
Benefits
მოწოდება და წახალისება მორჩილებისა და კეთილდღეობის მქონე ადამიანებთან ურთიერთობისთვის და არასწორი ქცევის მქონე და ბოროტების გზაზე მდგომი პირებისგან თავის არიდებისთვის.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

