თქვენამდე ერთ კაცს ჰქონდა ჭრილობა, მან ვეღარ აიტანა ტკივილი, აიღო დანა და თავისი ხელი გადაიჭრა. სისხლდენა არ შეწყვეტილა, სანამ არ მოკვდა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ჩემმა მონამ საკუთარი თავი ჩემზე წინ დააყენა (ანუ საკუთარი სიცოცხლე თვითონვე დაასრულა). ამიტომ, მე სამოთხე მას ავუკრძალე
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ალ-ჰასან ალ ბასრიმ თქვა: «ჩვენ გადმოგვცა ჯუნდაბ იბნ აბდულლაჰმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამ მეჩეთში, და მას შემდეგ, რაც ეს გვიამბო, არ დაგვვიწყებია. ჩვენ არ გვეშინია, რომ ჯუნდაბმა ცილი დასწამა მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მან თქვა: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენამდე ერთ კაცს ჰქონდა ჭრილობა, მან ვეღარ აიტანა ტკივილი, აიღო დანა და თავისი ხელი გადაიჭრა. სისხლდენა არ შეწყვეტილა, სანამ არ მოკვდა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა:
«ჩემმა მონამ საკუთარი თავი ჩემზე წინ დააყენა (ანუ საკუთარი სიცოცხლე თვითონვე დაასრულა). ამიტომ, მე სამოთხე მას ავუკრძალე».
Explanation
Benefits
წინა ხალხების შესახებ კეთილისა და დარიგების შემცველი ამბების გადმოცემა.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ეს ჰადისი გვასწავლის, რომ უნდა დავიცვათ ალლაჰის უფლებები და დავუფიქრდეთ მის წყალობას თავის ქმნილებებზე, მან აუკრძალა მათ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა, რადგან სიცოცხლე ალლაჰის საკუთრებაა».
აკრძალულია ყოველივე, რაც სიცოცხლის მოსპობას იწვევს, და ამასთან ძალიან მძიმე გაფრთხილებაა ამის წინააღმდეგ.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ეს მიუთითებს იმაზე, რომ მან ხელი გადაიჭრა სიკვდილის მიზნისთვის და არა სამკურნალოდ, რაც, როგორც წესი, სარგებლის მოტანას ითვალისწინებს».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

