ო, ალლაჰის შუამავალო, როგორ მოვიქცე, თუ ვინმე ჩემს ქონების წართმევას მოინდომებს?
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «ერთი კაცი მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჰკითხა: «ო, ალლაჰის შუამავალო, როგორ მოვიქცე, თუ ვინმე ჩემს ქონების წართმევას მოინდომებს? შუამავალმა უპასუხა: «ნუ მისცემ მას შენს ქონებას» ამ კაცმა კვლავ ჰკითხა: "თუ ის ჩემთან ბრძოლის დაწყებას მოინდომებს?" შუამავალმა უპასუხა: «შეებრძოლე მას». კაცმა კვლავ ჰკითხა: "თუ ის მომკლავს?" შუამავალმა უპასუხა: «მაშინ შენ იქნები შაჰიდი (მოწამე)» კაცმა კვლავ ჰკითხა: "თუ მე მოვკლავ მას?“ შუამავლმა უპასუხა: «ის იქნება ცეცხლში (ჯოჯოხეთში)»
Explanation
Benefits
ეს ჰადისი მტკიცებულებაა იმისა, რომ ცოდნა წინ უსწრებს საქმეს, რადგან ამ საჰაბამ ჯერ ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, სანამ რაიმე მოქმედებას განახორციელებდა.
აუცილებელია თავდამსხმელის მოგერიება ეტაპობრივად – ჯერ რჩევით ან დახმარების თხოვნით, სანამ ბრძოლას დაიწყებს. ხოლო თუ ბრძოლა გარდაუვალი გახდა, მიზანი უნდა იყოს მისი მოგერიება და არა მისი მოკვლა.
მუსლიმის სისხლი, ქონება და ღირსება აკრძალულია.
იმამ ან-ნავავიმ თქვა: «იცოდე, რომ შაჰიდები (მოწამეები) სამ კატეგორიად იყოფიან: ის, ვინც დაიღუპა ურწმუნოებთან ომში ბრძოლის გამო – მას აქვს შაჰიდის სტატუსი როგორც საიქიოში, ასევე სააქოაშიც, ანუ ის არ განიბანება და არ სრულდება მისთვის ჯანაზის ლოცვა, ის, ვისაც საიქიოში შაჰიდის ჯილდო ერგება, მაგრამ არა სააქაოში – ესენი არიან: მუცლის დაავადებით გარდაცვლილები (მაბტუნი), ეპიდემიის შედეგად დაღუპულები (მატ'უნი), ნგრევით გარდაცვლილები, ისინი, ვინც თავიანთ ქონებას იცავდნენ და მოკლეს და სხვები, ვისზეც ჰადისებშია ნათქვამი, რომ შაჰიდები არიან, ეს ადამიანები იბანებიან, მათზე ჯანაზის ლოცვა სრულდება, ხოლო საიქიოში შაჰიდების ჯილდოს იმსახურებენ, თუმცა ის შეიძლება პირველი კატეგორიისგან განსხვავებული იყოს. ის, ვინც ომში იღუპება, მაგრამ აკრძალული ქონების (განსაკუთრებით ნაძარცვის) გამო შაჰიდად არ ითვლება – მაგალითად, ის, ვინც ომში დაიღუპა, მაგრამ ღალატით მოიხვეჭა ნაძარცვი ან სხვა მსგავსი მიზეზით, ასეთ ადამიანს სააქაოში შაჰიდის წესები ეხება, არ განიბანება და ჯანაზის-ლოცვა არ სრულდება, მაგრამ საიქიოშო სრულად ვერ მიიღებს შაჰიდის ჯილდოს».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

