მე მებრძანა, რომ შვიდ ძვალზე შევასრულო საჯდა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოსცემს იბნ აბბასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მე მებრძანა, რომ შვიდ ძვალზე შევასრულო საჯდა: შუბლზე და ხელით ცხვირისკენ მიანიშნა, ორივე ხელზე, ორივე მუხლზე, ორივე ფეხის წვერებზე. და ამეკრძალა ტანსაცმლის და თმების აკეცვა».
Explanation
პირველი: შუბლი, რომელი არის ცხვირის და თვალების ზედა სახის ნაწილი, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიუთითა ცხვირისკენ, იმის მანიშნებლად, რომ შუბლი და ცხვირი ერთ ნაწილს შეადგენს ამ შვიდი ორგანოდან. და ასევე იმის დასადასტურებლად, რომ საჯდას შემსრულებელი ცხვირითაც უნდა ეხებოდეს მიწას.
მეორე და მესამე ორგანო: ხელის მტევნები.
მეოთხე და მეხუთე: მუხლები.
მეექვსე და მეშვიდე: ორივე ფეხის თითები.
გვიბრძანა, რომ არ შევიკრათ (შევისწოროთ) თმები და არ შევიკრათ (შევისწოროთ) ტანსაცმელი, როდესაც საჯდას შესასრულებლად მივდივართ, ტანსაცმლის ან თმების დაცვის მიზნით; არამედ, დავუშვათ მიწაზე ისე, როგორც არის, და ისინიც შეასრულებენ საჯდას სხეულის სხვა ორგანოებთან ერთად.
Benefits
თმების და ტანსაცმლის შეკვრა აკეცვა ლოცვის დროს მოუწონარი საქციელია.
აუცილებელია მლოცველი იყოს მშვიდად ლოცვის დროს, ასე რომ მან სხეულის შვიდი ორგანო უნდა შეახოს მიწას საჯდაზე, და გაჩერდეს ამ მდგომარეობაში იმდენ ხანს, სანამ არ შეასრულებს იქ წასაკითხავ ვედრებას.
თმების შეკვრის აკრძალვა ეკუთვნის მხოლოდ მამაკაცებს და არა ქალებს, რადგან ქალისთვის ლოცვის დროს ნაბრძანებია დაფარვა.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

