იკითხეთ ყურანი, რადგან ის მოვა აღდგომის დღეს შუამდგომლად თავის მკითხველთათვის
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ იმაამათ ალ-ბააჰილისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «იკითხეთ ყურანი, რადგან ის მოვა აღდგომის დღეს შუამდგომლად თავის მკითხველთათვის, იკითხეთ ორი განათებული სურა – „ალ-ბაყარა“ და „აალ იმრანი“, რადგან ისინი აღდგომის დღეს მოვლენ, თითქოს ორი ღრუბელი, ან ორი ჩრდილი, ან ორი ჯგუფი შეკრული ფრინველებისა, რომლებიც დაიცავენ მათ მკითხველთ. იკითხეთ სურა „ალ-ბაყარა“, რადგან მისი წაკითხვა არის ბარაქა, მისი მიტოვება – დანაკარგი, ხოლო ჯადოქრები ვერ შეძლებენ მასზე გავლენის მოხდენას».
Explanation
წაახალისა ყურანის რეგულარული კითხვა, რადგან ის აღდგომის დღეს შუამდგომლად წარსდგება მის მკითხველთათვის და მისით მოქმედთათვის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სურა „ალ-ბაყარა“ და „აალ იმრან“-ზე და მათ ორი მანათობელი უწოდა, მათი ნათელისა და ხელმძღვანელობის გამო, ჰადისის მიხედვით: ამ ორი სურის კითხვა, მათი მნიშვნელობების გააზრება და მათი შინაარსით ცხოვრება განაპირობებს აღდგომის დღეს მათ მიერ დაცვის მოპოვებას, ეს სურები მოვლენ როგორც ორი ღრუბელი, ორი ჩრდილი ან ორი ჯგუფი შეკრული ფრინველებისა, რომლებიც დაიცავენ თავიანთ მკითხველსა და მათი შინაარსით მოქმედ პირებს, ამიტომ, მორწმუნემ უნდა იკითხოს და იმუშაოს ყურანით, განსაკუთრებით კი ამ ორ სურათი, რათა მიიღოს მათგან შუამდგომლობა და დაცვა აღდგომის დღეს. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კიდევ ერთხელ დაადასტურა სურა „ალ-ბაყარა“-ს კითხვის გაგრძელების, მისი მნიშვნელობების გააზრებისა და მისი შინაარსით მოქმედების აუცილებლობა, ის, ვინც ამას გააკეთებს, მიიღებს ბარაქასა და დიდ სარგებელს როგორც ამქვეყნად, ისე საიქიო ცხოვრებაში, ხოლო მისი მიტოვება იქნება დანაკარგი და სინანულის მიზეზი აღდგომის დღეს, ამ სურის უდიდესი სიკეთეს შორისაა ის, რომ ჯადოქრები ვერ შეძლებენ ავნონ მას, ვინც ამ სურას კითხულობს.
Benefits
სურა „ალ-ბაყარა“- ს და „ალ იმრან“-ის კითხვის უპირატესობა და მათი უზარმაზარი საზღაური.
სურა „ალ-ბაყარა“- ს კითხვის უპირატესობა და ის, რომ ის იცავს მის მკითხველს ჯადოსგან.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

