ვინც სურა ალ-ქაჰფის პირველ ათ აიათს დაიზეპირებს, ის ცრუ მესიისგან (დაჯჯალისგან) დაცული იქნება». სხვა გადმოცემის თანახმად კი: «სურა ალ-ქაჰფის ბოლოდან
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ დარდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც სურა ალ-ქაჰფის პირველ ათ აიათს დაიზეპირებს, ის ცრუ მესიისგან (დაჯჯალისგან) დაცული იქნება». სხვა გადმოცემის თანახმად კი: «სურა ალ-ქაჰფის ბოლოდან».
Explanation
Benefits
ცნობა ''დაჯჯალის'' ცრუ მესიას მოსვლის შესახებ, და მისგან თავის დაცვის საშუალება.
სრულიად სურა ალ-ქაჰფის დაზეპირებისკენ მოწოდება, მაგრამ თუ ვერ შეძლებს ადამიანი დაიზეპიროს პირველი და ბოლო ათი აიათი.
იმამ ალ-ყურტუბი ამის მიზეზად ასახელებს: «ითქვა: რადგან მასშია გამოქვაბულის სალხის სასწაული თავგადასავალი, რადგან ვინც შეისწავლა და გაიაზრა (გამოქვაბულის ხალხის ამბავი) მას არ გააკვირვებს ცრუ მესიას მოსვლა, არც შეეშინდება და არ ჩავარდება ცდუნებაში მისი მოსვლით. ასევე ითქვა: უზენაესი ალლაჰის სიტყვები: {რათა შეაგონოს მტკიცე სასჯელისგან, რომელიც მისგან მოევლინება} დაკონკრეტებულია სასჯელი სიმწრით და ღვთაებრივი ცოდნით, ეს კი შეესაბამება რაც ცრუ მესიადან მომდინარეობს, რადგან ის გამოაცხადებს ღვთაებრიობას, დაიპყრობს ქვეყნებს, და ძალიან დიდი იქნება მისი ცდუნება. ამის გამო შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცრუ მესიას ამბავი ძალიან დიდ ცდუნებად დაახასიათა, გააფრთხილა მასგან და ალლაჰს მიეკედლა მისი ცდუნებისაგან, ამ ჰადისის მნიშვნელობა იქნება: ვინც წაიკითხავს ამ აიათებს, გაიაზრებს და შეისწავლის მათ მნიშვნელობებს, ის გაფრთხილდება და იქნება უსაფრთხოდ მისი ცდუნებისაგან».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

