გიხაროდეს! შენ მოგეცა ორი ნათელი, რომელიც შენამდე არც ერთ წინასწარმეტყველს არ მიუღია: სურა ალ-ფაათიჰა და სურა ალ-ბაყარას ბოლო აიათები, შენ ამ აიათებიდან როცა რომელიმეს წაიკითხავ, აუცილებლად მოგეცემა ის, რასაც ითხოვ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «ერთხელ ჯიბრილი ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით იჯდა, როცა მოულოდნელად ზემოდან ხმა მოესმა. ჯიბრილმა ცას ახედა და თქვა: "ეს ცის კარია, რომელიც დღეს პირველად გაიხსნა და აქამდე არასდროს გახსნილა", შემდეგ, ამ კარიდან ერთმა ანგელოზმა ჩამოსვლა დაიწყო, ჯიბრილმა თქვა: "ეს ანგელოზია, რომელიც პირველად ჩამოვიდა დედამიწაზე და მანამდე არასდროს ჩამოსულა", ანგელოზმა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიესალმა და უთხრა: "გიხაროდეს! შენ მოგეცა ორი ნათელი, რომელიც შენამდე არც ერთ წინასწარმეტყველს არ მიუღია: სურა ალ-ფაათიჰა და სურა ალ-ბაყარას ბოლო აიათები, შენ ამ აიათებიდან როცა რომელიმეს წაიკითხავ, აუცილებლად მოგეცემა ის, რასაც ითხოვ"».
Explanation
და ალ-ბაყარას ბოლო ორი აიათი. შემდეგ ანგელოზმა თქვა: ვინც კი ამ აიათებიდან ერთ ასოს მაინც წაიკითხავს უზენაესი ალლაჰი მას იმ სიკეთეს, ვედრებას და თხოვნას მისცემს.
Benefits
ზეცას აქვს კარები, საიდანაც უზენაესის ბრძანებები გარდმოევლინება, და ისინი მხოლოდ უზენაესი ალლაჰის ნებართვით იღება.
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღირსება უზენაესი ალლაჰის წინაშე, რადგან ალლაჰმა მას ისეთი პატივი მიანიჭა, რაც წინა წინასწარმეტყველთათვის არ უბოძებია – და ეს ორი სინათლე უბოძა.
ალლაჰის გზაზე მოწოდების ერთ-ერთი მეთოდი – კეთილი ამბებით გახარება.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

