ვერცხლის ოქროთი გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში, ხორბლის ხორბლით გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში. ქერის ქერით გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში, ფინიკის ფინიკით გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში
მალიქ იბნ აუს იბნ ალ-ჰადასაანი გადმოსცემს: "ერთ დღეს მივედი და ვკითხე: ‘ვინ გამიცვლის დირჰამებს?’ მაშინ ტალჰა იბნ უბაიდულლაჰმა, რომელიც უმარ იბნ ალ-ხატაბთან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) იმყოფებოდა, თქვა: ‘გვაჩვენე შენი ოქრო, შემდეგ დაბრუნდი, როცა ჩვენი მსახური მოვა, დ…

