კაცმა არ უნდა შეხედოს კაცის აურათს, და არც ქალმა უნდა შეხედოს ქალის აურათს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «კაცმა არ უნდა შეხედოს კაცის აურათს, და არც ქალმა უნდა შეხედოს ქალის აურათს. ასევე, კაცი არ უნდა დაწვეს კაცთან ერთად ერთი სამოსის ქვეშ, და არც ქალი უნდა დაწვეს ქალთან ერთად ერთი სამოსის(ან საბნის) ქვეშ».
Explanation
აურათი ნიშნავს ყველაფერს, რაც შერცხვენას ან მორიდებას იწვევს, თუ იგი გამოჩნდება. კაცის აურათი მოიცავს სხეულის იმ ნაწილს, რომელიც მდებარეობს წვივსა და მუხლს შორის. ქალი მთლიანად აურათად ითვლება უცხო მამაკაცებისთვის. რაც შეეხება ქალებს და მისი ახლობელი მამაკაცებისთვის, მას შეუძლია გამოავლინოს ის ნაწილები, რომლებიც ჩვეულებრივად ჩანს სახლის სამუშაოების შესრულების დროს.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა, რომ კაცი იყოს მარტო სხვა კაცთან ერთად ერთ სამოსში ან ერთი საბნის ქვეშ, ორივე შიშველი. ასევე აკრძალა, რომ ქალი იყოს მარტო სხვა ქალთან ერთად ერთ სამოსში ან ერთი საბნის ქვეშ, ორივე შიშველი. ეს აკრძალვა გამოწვეულია იმით, რომ ასეთ ვითარებაში შეიძლება ერთ-ერთმა შეეხოს მეორეს აურათს. სიშიშვლეზე შეხება ისევე აკრძალულია, როგორც მისი ყურება, და კიდევ უფრო მკაცრად არის აკრძალული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული ზიანები და ცოდვები.
Benefits
ისლამი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების სიწმინდის დაცვას და ყველა იმ გზის დახურვას, რამაც შეიძლება ცოდვებსა და უზნეობისკენ მიიყვანოს.
სიშიშვლეზე ყურება ნებადართულია, თუ ამის აუცილებლობა არსებობს, მაგალითად, სამედიცინო დახმარების გაწევის დროს ან მსგავს სიტუაციებში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ცუდი ზრახვების გარეშე(ვნების გარეშე).
მუსლიმს ევალება თავისი აურათის დაფარვა და სხვა ადამიანის აურათზე თვალის არიდება.
აკრძალვა განსაკუთრებით შეეხო კაცებს კაცებთან და ქალებს ქალებთან, რადგან ასეთმა სიტუაციებმა უფრო მეტად შეიძლება გამოიწვიოს აურათზე ყურება და მისი გამჟღავნება.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

