კაცმა არ უნდა დასწამოს სხვა კაცს ცოდვილობა და არც ურწმუნოება, რადგან თუ მისი თანამოსაუბრე ასეთი არ არის, მაშინ ეს მას დაუბრუნდება
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ზარრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან გაიგონა ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ის ამბობდა: «კაცმა არ უნდა დასწამოს სხვა კაცს ცოდვილობა და არც ურწმუნოება, რადგან თუ მისი თანამოსაუბრე ასეთი არ არის, მაშინ ეს მას დაუბრუნდება».
Explanation
Benefits
სავალდებულოა სიფრთხილის დაცვა და დარწმუნება, სანამ ადამიანებზე რაიმე გადაწყვეტილება გამოიტანება.
იბნ დაყიყ ალ-'იდმა თქვა: «ეს დიდი გაფრთხილებაა იმ ადამიანისთვის, ვინც მუსლიმებს ურწმუნოებად გამოაცხადებს, მაშინ როცა ის არ არის ასეთი. ეს დიდი საფრთხეა».
იბნ ჰაჯარ ალ-ასყალანიმ თქვა: «თუმცა ის, რომ ადამიანი არ ხდება ამით ცოდვილი ან ურწმუნო, არ ნიშნავს, რომ ის არ ჩაიდენს ცოდვას, როდესაც სხვას „ცოდვილს“ უწოდებს. ამ შემთხვევაში საკითხი უფრო დეტალურად განიხილება: თუ მისი მიზანი არის რჩევის მიცემა ან სხვებისთვის მისი მდგომარეობის განმარტება, ეს ნებადართულია. მაგრამ თუ მისი მიზანი არის დამცირება, და უბრალოდ ზიანის მიყენება, ეს დაუშვებელია, რადგან მას ევალება დაფარვა, სწავლებასა და კეთილი შეგონებით დარიგება, თუ შესაძლებელია რბილი მიდგომით საკითხის მოგვარება, მაშინ ძალადობრივი მიდგომა დაუშვებელია, რადგან შესაძლოა ეს პირიქით გახდეს მიზეზი მისთვის, რომ ჯიუტად გააგრძელოს თავისი ქმედება, ბევრ ადამიანს აქვს ბუნებრივი სიამაყე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამკიცხავი ადამიანი თავისი მდგომარეობით დაბლა დგას, ვიდრე ის ვინც არიგებს».
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

