ადამიანთა ორი ქმედება [მცირე] ურწმუნოებას მიეკუთვნება: წარმომავლობის გაკრიტიკება და ხმამაღალი გლოვა მიცვალებულზე
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ადამიანთა ორი ქმედება [მცირე] ურწმუნოებას მიეკუთვნება: წარმომავლობის გაკრიტიკება და ხმამაღალი გლოვა მიცვალებულზე».
Explanation
პირველი: ადამიანთა წარმომავლობის გაკიცხვა, მათი საგვარეულოს დამცირება და მათ მიმართ ამპარტავნული დამოკიდებულება.
მეორე: ხმამაღლა ტირილი განსაცდელის დროს, როგორც უკმაყოფილების გამოხატულება ბედისწერით, ან ტანსაცმლის დახევა ჭარბი მწუხარების გამო.
Benefits
განსაცდელის დროს მოთმინების გამოჩენის სავალდებულოობა და წინასწარგანზრახულის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის აკრძალვა.
ეს ქმედებები მიეკუთვნება „მცირე ურწმუნოებას“ და ადამიანი, რომელიც ჩადის მცირე ურწმუნოების რომელიმე გამოვლინებას, არ ხდება განდგომილი, სანამ არ ჩაიდენს „დიდ ურწმუნოებას“, რომელიც გამოჰყავს მას ისლამიდან.
ისლამი კრძალავს ყველაფერს, რაც იწვევს მუსლიმებს შორის უთანხმოებასა და გაყოფას, მათ შორის წარმომავლობის გაკიცხვასა და მსგავს ქმედებებს.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

