ალლაჰმა გაახაროს ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან რამეს მოისმენს და ზუსტად ისე გადასცემს სხვებს, როგორც გაიგო, რადგან შესაძლოა, ვისაც ეს მიაწვდიან, უკეთ გაიგოს იგი, ვიდრე ის, ვინც მოისმინა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მასუდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ალლაჰმა გაახაროს ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან რამეს მოისმენს და ზუსტად ისე გადასცემს სხვებს, როგორც გაიგო, რადგან შესაძლოა, ვისაც ეს მიაწვდიან, უკეთ გაიგოს იგი, ვიდრე ის, ვინც მოისმინა».
Explanation
Benefits
ჰადისის მცოდნე ხალხის და ჰადისის შესწავლის სურვილის მადლიანობის განმარტება.
სწავლულთა მადლიანობა, რომლებსაც შეუძლიათ არგუმენტირება და გაგება.
საჰაბების სიძვირფასე (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), ისინი არიან ვინც მოისმინა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰადისები (სიტყვები) და შემდეგ გადმოგვცეს ჩვენ.
ალ-მუნავიმ თქვა: «ამ ჰადისიდან ირკვევა, რომ ჰადისის გადმომცემის პირობად გაგება არ არის აუცილებელი, არამედ მისი გადმომცემი აუცილებელია იყოს ზეპირმცოდნე, ხოლო ფაყიჰს (ისლამის სამართალმცოდნე) უნდა ესმოდეს ჰადისის არსი და ჰქონდეს გაგება».
იბნ 'უნაინამ თქვა: «ყველას, ვინც ჰადისს სწავლობს, მას აქვს სახეზე სინათლე ამ ჰადისის გამო».
ჰადისის მცოდნეებისთვის ზეპირმცოდნეობა ორად იყოფა: გულით და გონებით დაზეპირება, წიგნით და ჩანაწერებით დაზეპირება. მოცემულ ჰადისში კი ვედრება ორივე მათგანს მოიცავს.
ადამიანთა გაგების უნარი სხვადასხვანაირია, შესაძლებელია ვისაც მიუვა შეგონება, ის უფრო მეტად გაიგებს მისგან, ვინც მოისმინა, და შესაძლებელია ბრძანებების გადამცემს არ ესმოდეს ამ ბრძანებების არსი.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

