ჭეშმარიტად, ის ხელმძღვანელობა და ცოდნა, რომლითაც ალლაჰმა მე წარმაგზავნა, ჰგავს მიწაზე მოსულ წვიმას
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ის ხელმძღვანელობა და ცოდნა, რომლითაც ალლაჰმა მე წარმაგზავნა, ჰგავს მიწაზე მოსულ წვიმას. მიწის ერთი ნაწილი ნაყოფიერი იყო, მან შეიწოვა წყალი და ამოიზარდა მრავალი მცენარე და ბალახი. მიწის მეორე ნაწილი უნაყოფო იყო, მაგრამ მან შეინარჩუნა წყალი და ალლაჰმა იგი ადამიანებისთვის სასარგებლოდ აქცია: ხალხმა ეს წყალი სასმელად გამოიყენა, მისით საქონელი დაპურა და მინდვრები მორწყო. წვიმა დაეცა ასევე მიწის სხვა ნაწილზეც, რომელიც ბრტყელი ველივით იყო, მაგრამ მან ვერ შეინარჩუნა წყალი და ვერაფერი ამოიზარდა. [ეს მიწის ნაწილები] ჰგვანან იმ ადამიანებს, ვინც სწორად გაუგო ალლაჰის რელიგიას, იხეირა იმით, რაც ალლაჰმა მოავლინა, თავად შეიძინა ცოდნა და სხვებსაც ასწავლა. ისინი ასევე ჰგვანან იმ ადამიანებს, ვინც ამას არ მიაქცია ყურადღება და არ მიიღო ალლაჰის ხელმძღვანელობა, რომლითაც მე ხალხისკენ ვარ გამოგზავნილი».
Explanation
Benefits
მაგალითების მოყვანა იმისთვის, რომ უფრო გასაგები გახდეს ხალხისთვის.
ალ-ყურტუბიმ თქვა: «როგორც წვიმა აცოცხლებს გარდაცვლილ მიწას, ასევე რელიგიური სწავლულები აცოცხლებენ მკვდარ გულს. შემდეგ მან შეადარა ისინი რომელნიც მას უსმენენ სხვადასხვა მიწას რომლებზეც წვიმა მოდის ხოლმე».
ხალხი რელიგიური ცოდნის მიღებაში განსხვავებული ხარისხებით არიან.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

