ჭეშმარიტად, უზენაესმა ალლაჰმა თქვა: ვინც იმასთან მტრობს, ვინც ჩემთან ახლოსაა, მას ომს გამოვუცხადებ! ყველა იმ ქმედებიდან, რითაც ჩემი მონა ცდილობს დაახლოებას ჩემთან, ჩემთვის ყველაზე საყვარელი არის ის, რაც მე დავავალე მას სავალდებულოდ
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, უზენაესმა ალლაჰმა თქვა: ვინც იმასთან მტრობს, ვინც ჩემთან ახლოსაა, მას ომს გამოვუცხადებ! ყველა იმ ქმედებიდან, რითაც ჩემი მონა ცდილობს დაახლოებას ჩემთან, ჩემთვის ყველაზე საყვარელი არის ის, რაც მე დავავალე მას სავალდებულოდ. და ჩემი მონა განაგრძობს ჩემთან დაახლოებას დამატებითი (ნებაყოფლობითი) საქმეებით, სანამ არ შევიყვარებ მას. როდესაც შევიყვარებ მას, მე ვხდები მისი სმენა, რომლითაც ის ისმენს, მისი მხედველობა, რომლითაც ის ხედავს, მისი ხელი, რომლითაც ის იღებს, და მისი ფეხი, რომლითაც ის დადის. თუ ის მთხოვს რაიმეს აუცილებლად მივცემ მას, და თუ თავშესაფარს სთხოვს ჩემგან, აუცილებლად დავიცავ მას».
Explanation
Benefits
ალლაჰის დაახლოებულების გაწყენინების აკრძალვა და მათი სიყვარულის წახალისება, ასევე მათი ღირსების აღიარება.
ალლაჰის მტრებისადმი მტრობის ბრძანება და მათთან მეგობრობის აკრძალვა.
ვინც ალლაჰის სიახლოვეს აცხადებს, მაგრამ არ მისდევს მის შარიათს, ის თავის პრეტენზიაში მატყუარაა.
ალლაჰთან დაახლოების მიღწევა სავალდებულო ქმედებების შესრულებით და აკრძალული საქმეების თავიდან არიდებით.
ალლაჰის სიყვარულის მოპოვებისა და მისი ვედრების მიღების მიზეზი არის სავალდებულო ქმედებების შესრულება, აკრძალვებისგან თავის არიდება და დამატებითი თაყვანისცემის (ნაფილის) შესრულება.
ალლაჰთან დაახლოებულების პატივის, ღირსებისა და მათი მაღალი სტატუსის მნიშვნელობაზე მინიშნება.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

