გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
აბუ ნაჯიჰ ალ-ირბად იბნ სარიასგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მასით) გადმოცემულია, რომ მან თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეგვაგონა, რომლისგანაც გულები შიშით აივსო და თვალებიდან ცრემლები წამოვიდა. ჩვენ ვუთხარით: ო, ალლაჰის შუამავალო! ეს ჰგავს იმ შეგონებას, რომელსაც დამშვიდობების წინ იტყოდა ადამიანი, მოგვეცი რჩევა-დარიგება! მაშინ მან თქვა: «გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა, მაგრად ჩაებღაუჭეთ მას კბილებით! და ერიდეთ ახალ გამოგონილ საქმეებს, ჭეშმარიტად, ყოველი სიახლე [რელიგიაში] გზააბნეულობაა».
Explanation
Benefits
რჩევა-დარიგების მიცემა და გულების დარბილება.
მის შემდგომ მყოფი ოთხი მართლმორწმუნე ხალიფებზე მიყოლის ბრძანება, ისინი არიან აბუ ბაქრი, 'უმარი, 'უსმანი და 'ალი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი).
რელიგიაში სიახლის გამოგონების აკრძალვა და რომ ყველა სიახლე გზასაცდენილობაა.
სმენა და მორჩილება მასზე, ვინც მართავს მორწმუნეთა საქმეებს, გარდა ცოდვისა.
უზენაესი ალლაჰის შიშის მნიშვნელობა ყოველთვის და ყველა მდგომარეობაში.
ამ უმმაში წარმოიშობა უთანხმოებები, და მათი წარმოშობის დროს საჭიროა მიმართოთ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნასა და მართალი ხალიფების სუნნას.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

