გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
ალ-ი'რბად იბნ სარიაჰ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: ერთ დღეს ჩვენ ერთად ყოფნისას წამოდგა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ისეთი რჩევა-დარიგება მოგვცა, რომ გულები ათრთოლდა და თვალებს ცრემლი მოგვადგა, მას უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო, შენ მოგვეცი ისეთი რჩევა-დარიგება თითქოს გვემშვიდობებოდე, მაშ, დაგვიტოვე ანდერძად რაიმე. მან თქვა: «გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა. არ გადაუხვიოთ მას და სრულიად თავი აარიდეთ სიახლეებს(ბიდ'ა), რადგან ყოველგვარი სიახლე არის გზააბნეულობა».
Explanation
Benefits
რჩევა-დარიგების მიცემა და გულების დარბილება.
მის შემდგომ მყოფი ოთხი მართლმორწმუნე ხალიფებზე მიყოლის ბრძანება, ისინი არიან აბუ ბაქრი, 'უმარი, 'უსმანი და 'ალი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი).
რელიგიაში სიახლის გამოგონების აკრძალვა და რომ ყველა სიახლე გზასაცდენილობაა.
სმენა და მორჩილება მასზე, ვინც მართავს მორწმუნეთა საქმეებს, გარდა ცოდვისა.
უზენაესი ალლაჰის შიშის მნიშვნელობა ყოველთვის და ყველა მდგომარეობაში.
ამ უმმაში წარმოიშობა უთანხმოებები, და მათი წარმოშობის დროს საჭიროა მიმართოთ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნასა და მართალი ხალიფების სუნნას.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

