ო ყმაწვილო, მე შენ გასწავლი სიტყვებს: გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცავს შენ. გახსოვდეს ის და იპოვი მას შენს წინ, როცა შესთხოვ, შესთხოვე ალლაჰს და როცა გჭირდება დახმარება, სთხოვე დახმარება მხოლოდ ალლაჰს
Choose an available translation of this Hadeeth
Hadeeth text
გადმოცემულია აბუ ალ-აბბას აბდულლაჰ იბნ აბბასისაგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ერთ დღეს მე შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვიყავი და მან თქვა: «ო ყმაწვილო, მე შენ გასწავლი სიტყვებს: გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცავს შენ. გახსოვდეს ის და იპოვი მას შენს წინ, როცა შესთხოვ, შესთხოვე ალლაჰს და როცა გჭირდება დახმარება, სთხოვე დახმარება მხოლოდ ალლაჰს, და იცოდე ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს რათა სარგებლობა მოგიტანონ, ვერ მოგიტანენ სარგებლობას იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, და ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს შენს წინააღმდეგ, ვერ გავნებენ იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, კალამი აწეულია და ფურცლები გამშრალი». ათ-თირმიზის გარდა სხვა გადმოცემაში: «გაიხსენე ალლაჰი და მას შენ წინაშე იპოვი. გაიხსენე ალლაჰი კეთილდღეობაში და ის შენ გაგიხსენებს გაჭირვებაში. იცოდე, რომ ის, რაც შენ გამოგრჩა, ვერასოდეს მოგწვდებოდა, და ის, რაც შენ დაგატყდა, ვერასოდეს აგივლიდა გვერდს. აგრეთვე იცოდე, რომ დახმარება მოთმინებასთან ერთად მოდის, განსაცდელს თან ახლავს განტვირთვა და სიძნელესთან ერთად არის სიმარტივე».
Explanation
Benefits
საზღაური საქმეების შესაფერისია.
ბრძანება მხოლოდ ალლაჰზე მინდობაზე და არა სხვაზე მის გარდა, და ის საუკეთესო მფარველია.
რწმენა ბედისწერისა და კმაყოფილება იმით, რაც ალლაჰმა დაწერა. და რომ ყველაფერი ალლაჰის ნებით ხდება.
ვინც ალლაჰის ბრძანებებს უგულებელყოფს, მას ალლაჰი მფარველობის გარეშე დატოვებს და არ დაიცავს მას.
დიდი სასიხარულო ცნობაა ის, რომ როდესაც ადამიანს შეხვდება სიძნელე, ის უნდა ელოდოს შემსუბუქებას.
მონის[ადამიანის] ნუგეში უბედურების დადგომისა და სასურველის დაკარგვისას გამოხატულია სიტყვებში: «და იცოდე, რომ ის, რაც შეგემთხვა, ვერასოდეს აგცდებოდა, ხოლო ის, რაც აგცდა, ვერასოდეს შეგემთხვეოდა». წინადადების პირველი ნაწილი ნუგეშია არასასურველის დადგომისას, ხოლო მეორე — ნუგეშია სასურველის დაკარგვისას.
Attribution
Categories
Share hadeeth
Sharing options · 0 Total shares

